https://sputnik-georgia.com/20260622/tbilisis-gaeros-masshtabur-porums-umaspinzlebs-299273150.html
თბილისი გაეროს მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს
თბილისი გაეროს მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
იუსტიციის მინიტრის მოადგილის თქმით, გაეროს მხრიდან ამ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის უფლების საქართველოსთვის მინიჭება არის დიდი აღიარება ბოლო წლებში... 22.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-22T20:00+0400
2026-06-22T20:00+0400
2026-06-22T20:00+0400
საქართველო
გაერო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/11/249734828_0:130:3178:1918_1920x0_80_0_0_0c2599bb2a71213a24efc2355b4d3c0f.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ, განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა.საქართველო, ისტორიაში პირველად, გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს (UN Public Service Forum) უმასპინძლებს, რომელიც თბილისში 23-25 ივნისს ჩატარდება. ძამაშვილის განცხადებით, გაეროს მხრიდან ამ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის უფლების საქართველოსთვის მინიჭება არის დიდი აღიარება ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა - საქართველო სერვისების ეფექტიანი გაცემის კუთხით ლიდერ პოზიციებზეა.მისი თქმით, ფორუმი ქმნის უნიკალურ პლატფორმას, სადაც ქართულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, ლიდერებს საკუთარი ინოვაციური მიდგომები გაუზიაროს და, ამავდროულად, გაეცნოს სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას.გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტთან (UN DESA) მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართება. 2026 წლის ფორუმის მთავარი თემაა: „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა". ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/11/249734828_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_0ad229ac91e8e944002c9e07bc318290.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გაერო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გაერო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი გაეროს მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს
იუსტიციის მინიტრის მოადგილის თქმით, გაეროს მხრიდან ამ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის უფლების საქართველოსთვის მინიჭება არის დიდი აღიარება ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ, განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
საქართველო, ისტორიაში პირველად, გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს (UN Public Service Forum) უმასპინძლებს, რომელიც თბილისში 23-25 ივნისს ჩატარდება.
ძამაშვილის განცხადებით, გაეროს მხრიდან ამ მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობის უფლების საქართველოსთვის მინიჭება არის დიდი აღიარება ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა - საქართველო სერვისების ეფექტიანი გაცემის კუთხით ლიდერ პოზიციებზეა.
„დარგის ექსპერტები, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები, მინისტრები, მერები, საჯარო ადმინისტრირებასა და სერვისების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირები – ყველა ეს ადამიანი სამი დღის განმავლობაში თბილისში ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა ძამაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, ფორუმი ქმნის უნიკალურ პლატფორმას, სადაც ქართულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, ლიდერებს საკუთარი ინოვაციური მიდგომები გაუზიაროს და, ამავდროულად, გაეცნოს სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას.
„ჩვენი ქვეყნისთვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა ის ეფექტიანი, გამარტივებული, დაჩქარებული სერვისები, რომელთაც მომსახურების მიმღებ ყველა მსურველს ვთავაზობთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისი ამ მსოფლიო დონის ფორუმის მასპინძელ ქალაქად შეირჩა, სწორედ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმებია, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია“, – აღნიშნა ძამაშვილმა.
გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტთან (UN DESA) მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართება. 2026 წლის ფორუმის მთავარი თემაა: „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციების, ანგარიშვალდებულების, ჩართულობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა". ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუა.