https://sputnik-georgia.com/20260622/sasamartlom-8-pirs-patimroba-sheuparda-299265259.html
პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის საქმე: სასამართლომ ახალი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის საქმე: სასამართლომ ახალი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
Sputnik საქართველო
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22... 22.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-22T13:29+0400
2026-06-22T13:29+0400
2026-06-22T13:29+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირი - ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, რვავე პირს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა, მოსამართლემ განმარტა, რომ ეს ეტაპი უკვე დასრულდა.აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს - გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.საქმის ყველა ფიგურანტს ბრალად ედებათ პირთა ჯგუფის მიერ სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის ორგანიზატორებს, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდა, ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ოპოზიციონერებს — პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმის საქმე: სასამართლომ ახალი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირი - ზურაბ ჭავჭანიძე, ვლადიმერ გველესიანი, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, რვავე პირს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა, მოსამართლემ განმარტა, რომ ეს ეტაპი უკვე დასრულდა.
აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს - გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
საქმის ყველა ფიგურანტს ბრალად ედებათ პირთა ჯგუფის მიერ სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.
7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის ორგანიზატორებს, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდა, ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ოპოზიციონერებს — პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.