https://sputnik-georgia.com/20260622/samamulo-omshi-dagupulebi-gaixsenes-299283167.html
85 წლის შემდეგ: რუსეთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელების უკვდავყოფას აგრძელებს
85 წლის შემდეგ: რუსეთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელების უკვდავყოფას აგრძელებს
Sputnik საქართველო
ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმისა და დიდი სამამულო ომის დაწყების 85-ე წლისთავზე, რუსეთის წარმომადგენლებმა ნაციზმზე გამარჯვებაში საქართველოს... 22.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-22T19:13+0400
2026-06-22T19:13+0400
2026-06-23T19:13+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
მეორე მსოფლიო ომი
მულტიმედია
ვიდეო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/17/299294657_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_227583daa224583f96eb559a9f32208c.jpg
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციისა და ბელარუსის საელჩოს თანამშრომლებმა თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე არსებული საბჭოთა მეომართა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დილით, რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომლებმა კუკიის სასაფლაოზე ხსოვნის სანთელი დაანთეს. სექციის ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში სათუთად ინახავენ რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო ძმობის ხსოვნას - სხვადასხვა მონაცემებით, დიდი სამამულო ომის ფრონტებიდან საქართველოს 300 ათასამდე მკვიდრი სამშობლოში არ დაბრუნებულა.როგორც ოლისოვმა აღნიშნა, 9 მაისს კრასნოდარის მხარის სტანიცა ჩერნოერკოვსკაიაში გაიხსნა ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში 1943 წლის თებერვალში დაღუპული ანაპის 414-ე ქართული წითელდროშოვანი მსროლელი დივიზიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების ხსოვნის მემორიალი.განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკვდავყოფილ სახელებს შორის ფიგურირებს ავთანდილ ანდრიას ძე კვარაცხელია, რომელიც ზოგიერთი წყაროს თანახმად, შესაძლოა, იყოს ცნობილი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას წინაპარი და დიდი ბაბუა.რუსეთის ინტერესთა სექციაში ასევე აღნიშნეს, რომ წითელი არმიის მებრძოლთა, მათ შორის საქართველოს მკვიდრთა ნეშტების აღმოჩენისა და იდენტიფიცირების სამუშაოები გრძელდება, დაღუპულ გმირთა ხსოვნა კი შენარჩუნდება და გადაეცემა მომავალ თაობებს.„მიმდინარეობს დაღუპულთა ნათესავების ძებნა, ხდება ხსოვნის უკვდავყოფა. ეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა და აუცილებელია იმისათვის, რომ დაღუპულთა ხსოვნამ მომავალში აღარ დაუშვას ისეთი საშინელებების განმეორება, როგორიც დიდი სამამულო ომი იყო. არავინ და არაფერია დავიწყებული“, – განაცხადა რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/17/299294657_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_04504b8198b3177b10ce5fda31f6221d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, მეორე მსოფლიო ომი, მულტიმედია, ვიდეო, видео
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, მეორე მსოფლიო ომი, მულტიმედია, ვიდეო, видео
85 წლის შემდეგ: რუსეთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელების უკვდავყოფას აგრძელებს
19:13 22.06.2026 (განახლებულია: 19:13 23.06.2026) ფაშისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმისა და დიდი სამამულო ომის დაწყების 85-ე წლისთავზე, რუსეთის წარმომადგენლებმა ნაციზმზე გამარჯვებაში საქართველოს მკვიდრთა წვლილი გაიხსენეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესთა სექციისა და ბელარუსის საელჩოს თანამშრომლებმა თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე არსებული საბჭოთა მეომართა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დილით, რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომლებმა კუკიის სასაფლაოზე ხსოვნის სანთელი დაანთეს. სექციის ხელმძღვანელმა დმიტრი ოლისოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში სათუთად ინახავენ რუსი და ქართველი ხალხების საბრძოლო ძმობის ხსოვნას - სხვადასხვა მონაცემებით, დიდი სამამულო ომის ფრონტებიდან საქართველოს 300 ათასამდე მკვიდრი სამშობლოში არ დაბრუნებულა.
როგორც ოლისოვმა აღნიშნა, 9 მაისს კრასნოდარის მხარის სტანიცა ჩერნოერკოვსკაიაში გაიხსნა ფაშისტი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში 1943 წლის თებერვალში დაღუპული ანაპის 414-ე ქართული წითელდროშოვანი მსროლელი დივიზიის ჯარისკაცებისა და ოფიცრების ხსოვნის მემორიალი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკვდავყოფილ სახელებს შორის ფიგურირებს ავთანდილ ანდრიას ძე კვარაცხელია, რომელიც ზოგიერთი წყაროს თანახმად, შესაძლოა, იყოს ცნობილი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას წინაპარი და დიდი ბაბუა.
რუსეთის ინტერესთა სექციაში ასევე აღნიშნეს, რომ წითელი არმიის მებრძოლთა, მათ შორის საქართველოს მკვიდრთა ნეშტების აღმოჩენისა და იდენტიფიცირების სამუშაოები გრძელდება, დაღუპულ გმირთა ხსოვნა კი შენარჩუნდება და გადაეცემა მომავალ თაობებს.
„მიმდინარეობს დაღუპულთა ნათესავების ძებნა, ხდება ხსოვნის უკვდავყოფა. ეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა და აუცილებელია იმისათვის, რომ დაღუპულთა ხსოვნამ მომავალში აღარ დაუშვას ისეთი საშინელებების განმეორება, როგორიც დიდი სამამულო ომი იყო. არავინ და არაფერია დავიწყებული“, – განაცხადა რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა.