https://sputnik-georgia.com/20260622/sagamocdo-baratebis-amobechdva-daicko-299262564.html
გამოცდები 2026: საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
გამოცდები 2026: საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყანაში 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. 22.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-22T12:00+0400
2026-06-22T12:00+0400
2026-06-22T12:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:141:1181:805_1920x0_80_0_0_5f9b424db4b0541ff1a5b186171ece32.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისის 10:00 საათიდან შეუძლიათ, იუწყება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.ცენტრი გამოცდებზე გამსვლელებს აფრთხილებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.უწყება აპლიკანტებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:საქართველოში მისაღები გამოცდები 2ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23-24 ივლისს ჩააბარებენ.გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებისთვის სულ 82 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 29 ათასზე მეტი აპლიკანტი.წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში ხულოსა და ამბროლაურში.აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23617/78/236177881_0:30:1181:916_1920x0_80_0_0_f8c063d035a7a3d62c3d50c263867471.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი , საზოგადოება, ახალი ამბები
გამოცდები 2026: საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
ერთიანი ეროვნული გამოცდები ქვეყანაში 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა 22 ივნისის 10:00 საათიდან შეუძლიათ, იუწყება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
ცენტრი გამოცდებზე გამსვლელებს აფრთხილებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.
ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.
უწყება აპლიკანტებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.
საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქცია:
გამოსაცდელი ვებ-გვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. პირს შეუძლია ბარათი დაიმახსოვროს და ამობეჭდოს ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად, სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).
საქართველოში მისაღები გამოცდები 2ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 23-24 ივლისს ჩააბარებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის გამოცდებისთვის სულ 82 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მათ შორის: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 43 ათასზე მეტი აბიტურიენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 ათასზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა; მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 29 ათასზე მეტი აპლიკანტი.
წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში ხულოსა და ამბროლაურში.
აბიტურიენტებს სამი საგნის ჩაბარება მოუწევთ: ქართული ენა, ერთი უცხო ენა (სავალდებულო) და ერთი არჩევითი საგანი. წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სწავლას უფასოდ შეძლებენ.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.