https://sputnik-georgia.com/20260622/ragbis-nakrebma-axali-zelandia-daamarcxa-299273357.html
რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ახალი ზელანდია დაამარცხა
რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ახალი ზელანდია დაამარცხა
Sputnik საქართველო
საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს 22.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-22T20:29+0400
2026-06-22T20:29+0400
2026-06-22T20:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_0:99:1896:1166_1920x0_80_0_0_daa152c8a56f2254d162a3f8be30f261.jpg
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოს 20-წლამდე მორაგებთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე ახალი ზელანდიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხა.უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის ჩათვლის მოედანში ოთხი ლელო დადეს – თავი მიხეილ შიოშვილმა, დაჩი წიკლაურმა, ლუკა ნარსიამ და ირაკლი ყოლბაიამ გამოიჩინეს.საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს - მსოფლიო ჩემპიონატი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. მატჩებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები სამხრეთ აფრიკის, უელსისა და ურუგვაის ნაკრებები იქნებიან.საქართველო ნაკრების მატჩების განრიგი:ჩემპიონობისათვის მსოფლიოს საუკეთესო 16 ქვეყანა იბრძოლებს. საქართველოში სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, ინგლისის, არგენტინის, ავსტრალიის, უელსის, იტალიის, ირლანდიის, შოტლანდიისა და ესპანეთის, ასევე ფიჯის, აშშ-ის, იაპონიისა და ურუგვაის გუნდები შეიკრიბებიან.საქართველოში ჩემპიონატი პირველად 2017 წელს გაიმართა - საქართველოს ნაკრებმა მეათე ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი ახალი ზელანდიის გუნდი გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/10/292519254_106:0:1790:1263_1920x0_80_0_0_ea305377f340520d60b8dcc0a6417c7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
რაგბი: საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ახალი ზელანდია დაამარცხა
საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. საქართველოს 20-წლამდე მორაგებთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე ახალი ზელანდიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე ანგარიშით 22:19 დაამარცხა.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქის ჩათვლის მოედანში ოთხი ლელო დადეს – თავი მიხეილ შიოშვილმა, დაჩი წიკლაურმა, ლუკა ნარსიამ და ირაკლი ყოლბაიამ გამოიჩინეს.
საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს - მსოფლიო ჩემპიონატი 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. მატჩებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები სამხრეთ აფრიკის, უელსისა და ურუგვაის ნაკრებები იქნებიან.
საქართველო ნაკრების მატჩების განრიგი:
27 ივნისი, „ავჭალა“, 18:00: საქართველო – უელსი;
2 ივლისი, „ავჭალა“, 20:30: საქართველო – სამხრეთ აფრიკა;
7 ივლისი, „ავჭალა“, 20:30: საქართველო – ურუგვაი.
ჩემპიონობისათვის მსოფლიოს საუკეთესო 16 ქვეყანა იბრძოლებს. საქართველოში სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, ინგლისის, არგენტინის, ავსტრალიის, უელსის, იტალიის, ირლანდიის, შოტლანდიისა და ესპანეთის, ასევე ფიჯის, აშშ-ის, იაპონიისა და ურუგვაის გუნდები შეიკრიბებიან.
საქართველოში ჩემპიონატი პირველად 2017 წელს გაიმართა - საქართველოს ნაკრებმა მეათე ადგილი დაიკავა, ჩემპიონი კი ახალი ზელანდიის გუნდი გახდა.