https://sputnik-georgia.com/20260622/jaris-banaki-gaixsna-299264653.html
მიხარია, რომ ტრადიცია მეოთხე წელია გრძელდება: პრემიერი „ჯარის ბანაკის" გახსნაზე
მიხარია, რომ ტრადიცია მეოთხე წელია გრძელდება: პრემიერი „ჯარის ბანაკის" გახსნაზე
Sputnik საქართველო
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ 22.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-22T14:00+0400
2026-06-22T14:00+0400
2026-06-22T14:00+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288451177_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_8a5171d28cb3c64efd76f2e961b6fb5d.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. წელს „ჯარის ბანაკის" პროექტში 1,7 ათასი უფროსკლასელი იღებს მონაწილეობას და მიხარია, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი წელსაც ხორციელდება", განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზაფხულო ბანაკის გახსნის ცერემონიაზე.დღეს, 22 ივნისს, საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკი 2026“ ოფიციალურად გაიხსნა, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. კოჯრის პარალელურად, „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაშიც. თითოეულ ლოკაციაზე ბანაკი 6-დღიანი პროგრამით სულ 8 ნაკადს (როტაციას) უმასპინძლებს.პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად - სკოლის მოსწავლეებს შეასწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ისეთ საგნებს, როგორიცაა ტოპოგრაფია, ნავიგაცია და მრავალი სხვა.მთავრობის მეთაურის თქმით, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა ბანაკში აქტიურად და პროდუქტიულად დაისვენონ და მიიღოთ ახალი ცოდნა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზაფხულო ბანაკში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდები შეძლებენ სამხედრო საქმეების შესწავლას უშუალოდ სამხედრო ბაზებზე.როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ჯარის ბანაკს“ წელს პირველად დაემატა „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს ეროვნულ და სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება ექნებათ.„ჯარის ბანაკი"საზაფხულო „ჯარის ბანაკი" თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც პირველად 2023 წელს განხორციელდა. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ.გასულ წელს „ჯარის ბანაკში" 1,7 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდა.პროექტის დაარსებიდან (2023 წლიდან) დღემდე კი „ჯარის ბანაკმა“ ჯამში 6 000-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288451177_117:0:1168:788_1920x0_80_0_0_b7916ad88ca66b5c360cfc4951883d96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე
საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე
მიხარია, რომ ტრადიცია მეოთხე წელია გრძელდება: პრემიერი „ჯარის ბანაკის" გახსნაზე
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. წელს „ჯარის ბანაკის" პროექტში 1,7 ათასი უფროსკლასელი იღებს მონაწილეობას და მიხარია, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი წელსაც ხორციელდება", განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზაფხულო ბანაკის გახსნის ცერემონიაზე.
დღეს, 22 ივნისს, საქართველოს თავდაცვის ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში „ჯარის ბანაკი 2026“ ოფიციალურად გაიხსნა, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. კოჯრის პარალელურად, „ჯარის ბანაკი“ გაიხსნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაშიც. თითოეულ ლოკაციაზე ბანაკი 6-დღიანი პროგრამით სულ 8 ნაკადს (როტაციას) უმასპინძლებს.
პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად - სკოლის მოსწავლეებს შეასწავლიან პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, ისეთ საგნებს, როგორიცაა ტოპოგრაფია, ნავიგაცია და მრავალი სხვა.
„მიხარია, რომ ძალიან ღირებული, მნიშვნელოვანი ტრადიცია გრძელდება და უკვე მეოთხე წელია იმართება „ჯარის ბანაკი“, რომელიც ახალგაზრდებს გაძლევთ საშუალებას, გაიზიაროთ ის სიამაყე, რომელსაც განიცდის თითოეული სამხედრო მოსამსახურე სამშობლოს სამსახურში", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა ბანაკში აქტიურად და პროდუქტიულად დაისვენონ და მიიღოთ ახალი ცოდნა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზაფხულო ბანაკში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდები შეძლებენ სამხედრო საქმეების შესწავლას უშუალოდ სამხედრო ბაზებზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ჯარის ბანაკს“ წელს პირველად დაემატა „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს ეროვნულ და სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება ექნებათ.
„უმნიშვნელოვანესი პროექტია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტს ახორციელებს. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს, თითოეულ ინსტრუქტორს. მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებული და ძალიან საინტერესო დღეები“, – განაცხადა კობახიძემ.
საზაფხულო „ჯარის ბანაკი" თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც პირველად 2023 წელს განხორციელდა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულის აღზრდა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ცნობიერების ამაღლება ქართული ჯარის შესახებ.
გასულ წელს „ჯარის ბანაკში" 1,7 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდა.
პროექტის დაარსებიდან (2023 წლიდან) დღემდე კი „ჯარის ბანაკმა“ ჯამში 6 000-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა.