https://sputnik-georgia.com/20260622/aragvis-xidze-mozraoba-agdga-299266171.html
არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
Sputnik საქართველო
ხიდის სავალი ნაწილის ფილა 20 ივნისს დაზიანდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღდგენითი სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დაასრულა. 22.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-22T17:29+0400
2026-06-22T17:29+0400
2026-06-22T17:29+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287124827_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_d578989cb4ca0a1752e345b87b152f7b.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე (სენაკი - თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლი) სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა 20 ივნისს დაზიანდა.„დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა და ამ ეტაპზე, ორივე სამოძრაო ზოლზე მოძრაობა აღდგენილია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა და მისი სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/01/287124827_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_d57e305bdda2073067eb7a32ca928c00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ხიდის სავალი ნაწილის ფილა 20 ივნისს დაზიანდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღდგენითი სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დაასრულა.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდზე (სენაკი - თბილისის მიმართულებით, მარცხენა ზოლი) სავალი ნაწილის ერთ-ერთი ფილა 20 ივნისს დაზიანდა.
„დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა და ამ ეტაპზე, ორივე სამოძრაო ზოლზე მოძრაობა აღდგენილია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობის გამო მდინარე არაგვზე არსებული ხიდის სრული რეაბილიტაცია ვერ ხერხდება, რის გამოც პერიოდულად ტარდება აუცილებელი აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, არსებული ხიდის პარალელურად უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
მდინარე არაგვზე გადასასვლელი ხიდი 1973 წელს აშენდა და მისი სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს. ხიდის სრული რეაბილიტაცია ალტერნატიული სამოძრაო გზის არარსებობის გამო ვერ ხერხდება.