https://sputnik-georgia.com/20260621/saqartveloshi-gastronomiis-erovnuli-saagento-sheiqmna-299259484.html
საქართველოში „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა
საქართველოში „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა
Sputnik საქართველო
გასტრონომია ქვეყნის კულტურული იდენტობისა და სოციალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. 21.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-21T21:00+0400
2026-06-21T21:00+0400
2026-06-21T21:00+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული სამზარეულო
ქართული ღვინო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23331/05/233310541_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_b4d8ac8f84cd8c8c0a2493f74c6f230c.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების, აგრეთვე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა, განაცხადეს უწყებაში.მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში 2026 წლის 20 ივლისიდან შევა. სააგენტო უზრუნველყოფს გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზაციას, მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტურ კოორდინაციას, ასევე ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.როგორც უწყებაში აღნიშნეს, გასტრონომია ქვეყნის კულტურული იდენტობისა და სოციალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულია ისეთი უნიკალური პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიები, როგორიცაა დამბალხაჭო, ქვევრის ღვინო, მესხური ტენილი ყველი, ჩურჩხელა და სხვა, რომლებიც ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.გარდა ამისა, საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციით, რომელიც დაახლოებით 8 ათას წელს ითვლის, რაც ქვეყანას განსაკუთრებულ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.გარდა ამისა, საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, რომლის უწყვეტი მეღვინეობის ტრადიცია დაახლოებით 8 ათას წელს ითვლის, რაც ქვეყანას გამორჩეულ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.სააგენტოს საქმიანობა ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას, სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციასა და ტრადიციული ადგილობრივი პროდუქტების კომერციალიზაციას, რაც გაზრდის სოფლის მოსახლეობის შემოსავლებს და სტიმულს მისცემს სოფლის ეკონომიკურ განვითარებას.უწყების შეფასებით, სააგენტოს მუშაობა ასევე პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, განსაკუთრებით კი გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაზე. გაძლიერდება გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა და გამოყენების პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხს, ავთენტურობასა და რეპუტაციას, ასევე აამაღლებს მომხმარებელთა ნდობას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23331/05/233310541_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_751b0cec845c153970cdd17872339a8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული სამზარეულო , ქართული ღვინო, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული სამზარეულო , ქართული ღვინო, ახალი ამბები
საქართველოში „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა
გასტრონომია ქვეყნის კულტურული იდენტობისა და სოციალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების, აგრეთვე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა, განაცხადეს უწყებაში.
მთავრობის შესაბამისი დადგენილება ძალაში 2026 წლის 20 ივლისიდან შევა. სააგენტო უზრუნველყოფს გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზაციას, მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სხვადასხვა უწყებებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტურ კოორდინაციას, ასევე ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, გასტრონომია ქვეყნის კულტურული იდენტობისა და სოციალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.
„ის აერთიანებს ტრადიციებს, ცოდნასა და უნიკალურ გასტრონომიულ პრაქტიკას, რაც აყალიბებს ეროვნულ თვითმყოფადობას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებლების მზარდი ინტერესი ავთენტური გასტრონომიული პროდუქტების მიმართ საქართველოს დამატებით შესაძლებლობებს უხსნის“, — აღნიშნეს უწყებაში.
მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულია ისეთი უნიკალური პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიები, როგორიცაა დამბალხაჭო, ქვევრის ღვინო, მესხური ტენილი ყველი, ჩურჩხელა და სხვა, რომლებიც ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
გარდა ამისა, საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციით, რომელიც დაახლოებით 8 ათას წელს ითვლის, რაც ქვეყანას განსაკუთრებულ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
გარდა ამისა, საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ, რომლის უწყვეტი მეღვინეობის ტრადიცია დაახლოებით 8 ათას წელს ითვლის, რაც ქვეყანას გამორჩეულ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.
სააგენტოს საქმიანობა ხელს შეუწყობს რეგიონების განვითარებას, სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციასა და ტრადიციული ადგილობრივი პროდუქტების კომერციალიზაციას, რაც გაზრდის სოფლის მოსახლეობის შემოსავლებს და სტიმულს მისცემს სოფლის ეკონომიკურ განვითარებას.
უწყების შეფასებით, სააგენტოს მუშაობა ასევე პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე, განსაკუთრებით კი გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაზე. გაძლიერდება გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა და გამოყენების პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხს, ავთენტურობასა და რეპუტაციას, ასევე აამაღლებს მომხმარებელთა ნდობას.