https://sputnik-georgia.com/20260621/ramdeni-pensioneria-saqartveloshi-299255149.html
რამდენი პენსიონერია საქართველოში - მონაცემები განახლდა
რამდენი პენსიონერია საქართველოში - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. 21.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-21T16:14+0400
2026-06-21T16:14+0400
2026-06-21T16:14+0400
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საპენსიო სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287431017_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_05f0c4cbb85670eeaf09b9791d960152.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 896 700-ს მიაღწია, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პენსიონერთა საერთო რაოდენობიდან 70,3% ქალია - პენსიონერთა თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს.პენსიონერთა რაოდენობით ხუთეულშია - იმერეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი.პენსიონერთა უმრავლესობა 75 წლამდე მოქალაქეა, ამასთან საქართველოში 90 წელს გადაცილებული 12, 8 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.პენსია საქართველოშიდღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 70 წელს ზემოთ პირებისთვის პენსია 495 ლარს, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის კი 594 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის - 444 ლარი.ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისინებით იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/13/287431017_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_c800ec42fbae8048b576caa90caf2d31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები
რამდენი პენსიონერია საქართველოში - მონაცემები განახლდა
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. 2026 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობამ 896 700-ს მიაღწია, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პენსიონერთა საერთო რაოდენობიდან 70,3% ქალია - პენსიონერთა თითქმის მესამედი თბილისში ცხოვრობს.
პენსიონერთა რაოდენობით ხუთეულშია - იმერეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და კახეთი.
პენსიონერთა უმრავლესობა 75 წლამდე მოქალაქეა, ამასთან საქართველოში 90 წელს გადაცილებული 12, 8 ათასი პენსიონერი ცხოვრობს.
დღეს საქართველოში ასაკობრივი პენსია ქალებს ეკუთვნით 60 წლიდან, მამაკაცებს - 65 წლიდან.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან 70 წელს ზემოთ პირებისთვის პენსია 495 ლარს, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის კი 594 ლარს შეადგენს. 70 წლამდე პირებისთვის პენსია 370 ლარია, ხოლო მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები პირებისთვის - 444 ლარი.
ქვეყანაში სახელმწიფო პენსიის ზრდა ყოველწლიური ინდექსაციის ფარგლებში ხდება, რომელიც ძალაში 2021 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა და ახლა იგი ყოველწლიურად ეკონომიკური ფაქტორების გათვალისინებით იზრდება. 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსია იზრდება ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის - ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის 80%-ის მიხედვით.
ამავდროულად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო პენსიასთან ერთად დამატებით დანაზოგს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და დანაზოგის მთლიანი ოდენობის მიხედვით.