https://sputnik-georgia.com/20260621/ramdeni-mamakacia-dekretul-shevebulebashi-299252156.html
საქართველოში რამდენი მამაკაცია დეკრეტულ შვებულებაში?
საქართველოში რამდენი მამაკაცია დეკრეტულ შვებულებაში?
Sputnik საქართველო
ბავშვის მოვლის გამო შვებულება, მთლიანად ან ნაწილობრივ, შეიძლება გამოიყენოს როგორც ბავშვის დედამ, ისე მამამ 21.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-21T12:18+0400
2026-06-21T12:18+0400
2026-06-21T12:18+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22812/24/228122410_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_b5a57f233bccfa35564995d6b99a22a0.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში დეკრეტული შვებულებით 284-მა მამაკაცმა და 4.560-მა ქალმა ისარგებლა, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მასალებში.მშობლებისთვის გადახდილმა თანხამ დაახლოებით 7,8 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და შვილად აყვანის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 4.844 შეადგინა.აღსანიშნავია, რომ მამაკაცების დეკრეტული შვებულების შემთხვევების უმრავლესობა თბილისზე მოდის, სადაც წელს ამ შესაძლებლობით 180-მა მამამ ისარგებლა.გასული წლის ანალოგიური პერიოდის — იანვარ-მაისის — მაჩვენებლებთან შედარებით სტატისტიკა გაზრდილია. კერძოდ, გასული წლის პირველ ხუთ თვეში დეკრეტულ შვებულებაში 254 მამა გავიდა, მათ შორის 156 თბილისში.რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2025 წელს დეკრეტულ შვებულებაში 634 მამაკაცი გავიდა. მთლიანობაში, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევების რაოდენობამ 12.737 შეადგინა. მშობლებზე დახარჯულმა თანხამ 23 მლნ დოლარი შეადგინა.შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ეძლევა 477 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების დაბადების შემთხვევაში — 140 კალენდარული დღე.დასაქმებულს შეუძლია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.გარდა ამისა, კანონის თანახმად, დასაქმებულს, რომელმაც ერთ წლამდე ბავშვი იშვილა, მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს შვებულება ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ვადით - აქედან 70 კალენდარული დღე ანაზღაურებადია.ბავშვის მოვლის გამო შვებულება, მთლიანად ან ნაწილობრივ, შეიძლება გამოიყენოს როგორც ბავშვის დედამ, ისე მამამ. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა, ბავშვის მამას უფლება აქვს ისარგებლოს ამ შვებულების გამოუყენებელი დღეებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22812/24/228122410_125:0:2856:2048_1920x0_80_0_0_20f5929f1ec9d489a9faf91f034b011c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში რამდენი მამაკაცია დეკრეტულ შვებულებაში?
ბავშვის მოვლის გამო შვებულება, მთლიანად ან ნაწილობრივ, შეიძლება გამოიყენოს როგორც ბავშვის დედამ, ისე მამამ
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში დეკრეტული შვებულებით 284-მა მამაკაცმა და 4.560-მა ქალმა ისარგებლა, ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მასალებში.
მშობლებისთვის გადახდილმა თანხამ დაახლოებით 7,8 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და შვილად აყვანის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 4.844 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცების დეკრეტული შვებულების შემთხვევების უმრავლესობა თბილისზე მოდის, სადაც წელს ამ შესაძლებლობით 180-მა მამამ ისარგებლა.
გასული წლის ანალოგიური პერიოდის — იანვარ-მაისის — მაჩვენებლებთან შედარებით სტატისტიკა გაზრდილია. კერძოდ, გასული წლის პირველ ხუთ თვეში დეკრეტულ შვებულებაში 254 მამა გავიდა, მათ შორის 156 თბილისში.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2025 წელს დეკრეტულ შვებულებაში 634 მამაკაცი გავიდა. მთლიანობაში, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევების რაოდენობამ 12.737 შეადგინა. მშობლებზე დახარჯულმა თანხამ 23 მლნ დოლარი შეადგინა.
შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება ეძლევა 477 კალენდარული დღის ოდენობით, საიდანაც ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპების დაბადების შემთხვევაში — 140 კალენდარული დღე.
დასაქმებულს შეუძლია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
გარდა ამისა, კანონის თანახმად, დასაქმებულს, რომელმაც ერთ წლამდე ბავშვი იშვილა, მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება მიეცეს შვებულება ბავშვის დაბადებიდან 365 კალენდარული დღის ვადით - აქედან 70 კალენდარული დღე ანაზღაურებადია.
ბავშვის მოვლის გამო შვებულება, მთლიანად ან ნაწილობრივ, შეიძლება გამოიყენოს როგორც ბავშვის დედამ, ისე მამამ. ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება ბავშვის დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა, ბავშვის მამას უფლება აქვს ისარგებლოს ამ შვებულების გამოუყენებელი დღეებით.