https://sputnik-georgia.com/20260621/mtawmindis-parkshi-xorblis-pestivali-gaimarta-299259161.html
უძველესი ენდემური ჯიშების აღორძინება: ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული
უძველესი ენდემური ჯიშების აღორძინება: ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული
Sputnik საქართველო
ფესტივალი „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ პურ-ცხობის უძველესი ტრადიციების პოპულარიზაციასა და ქართული ხორბლის კულტურის წარმოჩენას... 21.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-21T20:31+0400
2026-06-21T20:31+0400
2026-06-21T20:31+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0a/271194155_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_c09f7ba552b30e13bfe526f7e63a5e9b.jpg
თბილისი, 21 Sputnik. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მთაწმინდის პარკში გამართულ ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ მიიღო მონაწილეობა.აღნიშნული ფესტივალი ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ზაფხულის მზებუდობას, სიუხვესა და ნაყოფიერებას მიეძღვნა - ფესტივალი გაერთიანება „ქართული ხორბლის“ ორგანიზებით მოეწყო.ფესტივალის ფარგლებში ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა ქართული ხორბლის, ქერის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების ნიმუშები, ბეჭდური სამეცნიერო და საინფორმაციო მასალები, რომელიც აგრობიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებს ეხება.ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის საქმიანობას მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით. წარმოდგენილი იყო აგრეთვე ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები. ფესტივალი „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ პურ-ცხობის უძველესი ტრადიციების პოპულარიზაციასა და ქართული ხორბლის კულტურის წარმოჩენას მიეძღვნა. ღონისძიების მიზანი ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური ჯიშების პოპულარიზაცია, პურ-ღვინის ტრადიციის, ხორბალთან დაკავშირებული გასტრო-კულტურისა და ტრადიციული ცხობის მეთოდების გაცოცხლებაა. გამოფენა-გაყიდვაზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი იქნა პურეული და ხორბლისგან დამზადებული პროდუქცია, სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული ბუნებრივი ღვინოები და განსაკუთრებული ყველის სახეობები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0a/271194155_73:0:1208:851_1920x0_80_0_0_af6db3cc87ec0950fe5a5a8c211451a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
უძველესი ენდემური ჯიშების აღორძინება: ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული
ფესტივალი „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ პურ-ცხობის უძველესი ტრადიციების პოპულარიზაციასა და ქართული ხორბლის კულტურის წარმოჩენას მიეძღვნა.
თბილისი, 21 Sputnik. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მთაწმინდის პარკში გამართულ ფესტივალში „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული ფესტივალი ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაულია, რომელიც ზაფხულის მზებუდობას, სიუხვესა და ნაყოფიერებას მიეძღვნა - ფესტივალი გაერთიანება „ქართული ხორბლის“ ორგანიზებით მოეწყო.
ფესტივალის ფარგლებში ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა ქართული ხორბლის, ქერის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების ნიმუშები, ბეჭდური სამეცნიერო და საინფორმაციო მასალები, რომელიც აგრობიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებს ეხება.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ქართული ხორბლის ენდემური სახეობების, ადგილობრივი ჯიშების დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველო პურის ხორბლის წარმოშობის პირველადი კერაა. ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების მოძიება, დაცვა, კვლევა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნის აგრობიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ხორბლის, როგორც ჩვენი ისტორიისა და იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის წარმოჩენას და მის მიმართ ინტერესის ზრდას“, - განაცხადა უჯმაჯურიძემ.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ცენტრის საქმიანობას მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და კონსერვაციის მიმართულებით. წარმოდგენილი იყო აგრეთვე ჯიღაურას ბაზაზე დაცული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები.
ფესტივალი „ოქროს თავთავი - ქართული ხორბლის გაცოცხლებული ტრადიცია“ პურ-ცხობის უძველესი ტრადიციების პოპულარიზაციასა და ქართული ხორბლის კულტურის წარმოჩენას მიეძღვნა.
ღონისძიების მიზანი ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური ჯიშების პოპულარიზაცია, პურ-ღვინის ტრადიციის, ხორბალთან დაკავშირებული გასტრო-კულტურისა და ტრადიციული ცხობის მეთოდების გაცოცხლებაა.
გამოფენა-გაყიდვაზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი იქნა პურეული და ხორბლისგან დამზადებული პროდუქცია, სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული ბუნებრივი ღვინოები და განსაკუთრებული ყველის სახეობები.