https://sputnik-georgia.com/20260621/maxashvili-evroparlamentis-rezoluciaze-299258150.html
უცხოური ჩარევის საშიში მაგალითი: დეპუტატი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
უცხოური ჩარევის საშიში მაგალითი: დეპუტატი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
Sputnik საქართველო
მახაშვილის თქმით, საზოგადოების დაყოფის და ერთმანეთთან დაპირისპირების პრინციპი დიდი ხანია ევრობიუროკრატების და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგია და... 21.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-21T16:57+0400
2026-06-21T16:57+0400
2026-06-21T16:57+0400
საქართველო
ევროპარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1e/295151175_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_ce1c47bf5ca37773bda3b1b82b710d7e.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ყოვლად აღმაშფოთებელია მცდელობა, უხეშად დაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც წესით საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით. 17 ივნისს ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 436-მა წევრმა, 145 კი წინააღმდეგი იყო. მასში გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსი შეცვალასთან დაკავშირებით და არის მოწოდებები სანქციების დაწესებისკენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მსგავსი ნაბიჯები აზიანებს იმ ფუნდამენტურ თემებს, რომლებიც წესით საზოგადოების კონსოლიდაციასა და გაერთიანებას უნდა ემსახურებოდეს.„გამიჭირდება ამაზე უფრო უხეში საგარეო ჩარევის კონკრეტული მაგალითი მოვიტანო არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში, როდესაც პირდაპირ ცდილობენ საზოგადოების ჯგუფების აბუნტებას.საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს რისკენ მიჰყავს [პროცესი] - პირდაპირ არის გათვლა საზოგადოებრივი სხეულის დარღვევაზე“, -აღნიშნა მახაშვიოლმა.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რეზოლუცია ატარებს სუბიექტურ ხასიათს და რეალურად არ ასახავს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პროგრესს. მისი თქმით, ანგარიშის ავტორები პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, მათი ქმედებების უკან კი გარე ძალები დგანან. მან ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტს არანაირი ფასი არ აქვს. მისი თქმით, საზოგადოების დაყოფის და ერთმანეთთან დაპირისპირების პრინციპი დიდი ხანია ევრობიუროკრატების და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგია და მიზანია.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროპარლამენტის ანგარიში აცდენილია რეალობას, რომელიც ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ახდენს დეზინფორმაციის ტირაჟირებას.რა წერია დოკუმენტშიანგარიშის პროექტში ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, „რომელიც განაგრძობს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიების გაძლიერების, აგრესიული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე“.დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ, ფაქტობრივად, შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ხაზგასმულია ევროკავშირისა და რიგი ქვეყნების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ პერსონალური სანქციების მნიშვნელობა, რომლებსაც ბრალს სდებენ დემოკრატიის უკუსვლაში, არჩევნების გაყალბებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და ოპოზიციისა და აქტივისტების დევნაში.აღნიშნულია, რომ მსგავსი ზომები განიხილება, როგორც დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი. ამასთან მისასალმებელია ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების მხრიდან სანქციების გაფართოება.გარდა ამისა, დოკუმენტი მიესალმება 24 ქვეყნის ინიციატივით ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებას ისახავს მიზნად. ევროპარლამენტი ასევე მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.ამასთან, დოკუმენტი შეიცავს გაფრთხილებას, რომ ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, მთელი მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება გამოიწვიოს, რაზეც პასუხისმგებლობა, როგორც აღნიშნულია, „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1e/295151175_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_31fb629f809405d872edb2c719f2e0a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევროპარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ევროპარლამენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
უცხოური ჩარევის საშიში მაგალითი: დეპუტატი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
მახაშვილის თქმით, საზოგადოების დაყოფის და ერთმანეთთან დაპირისპირების პრინციპი დიდი ხანია ევრობიუროკრატების და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგია და მიზანია.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ყოვლად აღმაშფოთებელია მცდელობა, უხეშად დაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება იმ თემებთან დაკავშირებით, რომლებიც წესით საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.
17 ივნისს ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 436-მა წევრმა, 145 კი წინააღმდეგი იყო. მასში გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსი შეცვალასთან დაკავშირებით და არის მოწოდებები სანქციების დაწესებისკენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია არის იმის ასახვა, რასაც ჩვენ ვუხსნიდით საზოგადოებას ამდენი ხნის განმავლობაში - ეს არის რადიკალების სამოქმედო გეგმა, მოქმედების ინსტრუქცია თუ რას უნდა ებრძოლონ. ეს არის ეკლესია, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა, ყველა ის მიღწევა, რომელიც ქვეყანამ მიაღწია", - განაცხადა მახაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მსგავსი ნაბიჯები აზიანებს იმ ფუნდამენტურ თემებს, რომლებიც წესით საზოგადოების კონსოლიდაციასა და გაერთიანებას უნდა ემსახურებოდეს.
„გამიჭირდება ამაზე უფრო უხეში საგარეო ჩარევის კონკრეტული მაგალითი მოვიტანო არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიო პოლიტიკურ ისტორიაში, როდესაც პირდაპირ ცდილობენ საზოგადოების ჯგუფების აბუნტებას.საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს რისკენ მიჰყავს [პროცესი] - პირდაპირ არის გათვლა საზოგადოებრივი სხეულის დარღვევაზე“, -აღნიშნა მახაშვიოლმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რეზოლუცია ატარებს სუბიექტურ ხასიათს და რეალურად არ ასახავს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ პროგრესს. მისი თქმით, ანგარიშის ავტორები პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, მათი ქმედებების უკან კი გარე ძალები დგანან. მან ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტს არანაირი ფასი არ აქვს.
მისი თქმით, საზოგადოების დაყოფის და ერთმანეთთან დაპირისპირების პრინციპი დიდი ხანია ევრობიუროკრატების და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების სტრატეგია და მიზანია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევროპარლამენტის ანგარიში აცდენილია რეალობას, რომელიც ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ახდენს დეზინფორმაციის ტირაჟირებას.
ანგარიშის პროექტში ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, „რომელიც განაგრძობს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიების გაძლიერების, აგრესიული რიტორიკის, დეზინფორმაციისა და მუქარის ფონზე“.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ, ფაქტობრივად, შეცვალა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი. ხაზგასმულია ევროკავშირისა და რიგი ქვეყნების მიერ ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ ლიდერების, მოსამართლეების, პროკურორების და სხვა თანამდებობის პირების მიმართ პერსონალური სანქციების მნიშვნელობა, რომლებსაც ბრალს სდებენ დემოკრატიის უკუსვლაში, არჩევნების გაყალბებაში, ადამიანის უფლებების დარღვევასა და ოპოზიციისა და აქტივისტების დევნაში.
აღნიშნულია, რომ მსგავსი ზომები განიხილება, როგორც დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი. ამასთან მისასალმებელია ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნების მხრიდან სანქციების გაფართოება.
გარდა ამისა, დოკუმენტი მიესალმება 24 ქვეყნის ინიციატივით ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებას ისახავს მიზნად. ევროპარლამენტი ასევე მხარს უჭერს ევროკომისიის წინადადებას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ.
ამასთან, დოკუმენტი შეიცავს გაფრთხილებას, რომ ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, მთელი მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება გამოიწვიოს, რაზეც პასუხისმგებლობა, როგორც აღნიშნულია, „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.