მარია ალავიძემ ტორონტოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშიცურვა
ცურვა - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2026
გამოწერა
აღნიშნული წარმატების მოპოვების შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მოცურავე მარია ალავიძემ კანადის ქალაქ ტორონტოში გამართულ მხატვრული (სინქრონული) ცურვის მსოფლიოს თასის სუპერფინალში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ალავიძემ სუპერფინალში თავისუფალი სოლო პროგრამა შესანიშნავად შეასრულა, 267.8437 ქულა დააგროვა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შევიდა.
აღნიშნული წარმატების მოპოვების შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო რეიტინგში დიდი ნახტომი გააკეთა — მანამდე არსებული მეორე ადგილიდან მსოფლიო კლასიფიკაციის პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.
19 წლის მარია ალავიძე პირველი ქართველია, ვინც მხატვრულ ცურვაში მსოფლიო თასზე მედლები მოიპოვა. მას უკვე აქვს მოპოვებული ვერცხლის მედალი კანადის მსოფლიო თასის ეტაპზე (2025 წელს) და ბრინჯაოს მედალი ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში.
ყველა ახალი ამბავი
0