ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო

© Georgian National Olympic Committeeლაშა გურული
ლაშა გურული - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2026
გამოწერა
29 წლის ქართველი სპორტსმენის დებიუტი პროფესიულ რინგზე 2025 წელს რუსთავში შედგა.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქართველმა მოკრივემ და პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში მეოთხე ორთაბრძოლა გამართა და კვლავ წარმატებას მიაღწია.
დაპირისპირება ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონში, „სენტ მერის“ სტადიონზე გამართულ ბრძოლაში გურულმა ინგლისელი ლიამ დილონი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
გურულისა და დილონის შეხვედრა რვა რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და ქართველის დომინაცია აშკარა იყო - მან მეტოქეს არცერთ კომპონენტში მისცა შანსი.
29 წლის ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში თავისი პირველი ბრძოლა 2025 წლის მარტში ჩაატარა. მან ქალაქ რუსთავში გამართულ Martlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა, ხოლო ივლისში ლონდონში, უემბლის სტადიონზე ჯეიმს ფრენსისს სძლია.
ყველა ახალი ამბავი
0