https://sputnik-georgia.com/20260621/kalatburtis-nakrebi-iurmalashi-gaemgzavro-299254271.html
კალათბურთი: ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
კალათბურთი: ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (ლატვიაში) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში). 21.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-21T15:39+0400
2026-06-21T15:39+0400
2026-06-21T15:39+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294715982_0:67:1200:742_1920x0_80_0_0_078782f59c8b1cdeff996e08087d1fc9.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო.ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (ლატვიაში) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში). მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ამ შეხვედრებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება - აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით და სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს.ეროვნული გუნდის სერბმა მთავარმა მწვრთნელმა 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა - 21 ივნისს კალათბურთელები ლატვიის ზღვისპირა კურორტ იურმალაში გაემგზავრნენ, სადაც 29 ივნისამდე დარჩებიან.ოფიციალურ მატჩებამდე ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს:24 ივნისი (იურმალა): საქართველო – ანგოლა28 ივნისი (რიგა): საქართველო – ლატვია.სატურნირო ვითარება A ჯგუფში და ფორმატიმსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, 6 სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გადავა, სადაც ექვსგუნდიანი ოთხი ახალი ჯგუფი დაკომპლექტდება.მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.ისტორიული რეტროსპექტივა: საქართველოს ნაკრების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე 2023 წელს შედგა. იაპონიაში, F ჯგუფში ასპარეზობისას, ქართველებმა კაბო ვერდესა და ვენესუელას სძლიეს, სლოვენიასთან მარცხის მიუხედავად კი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. მეორე რაუნდში ჩვენი გუნდი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან და ავსტრალიასთან დამარცხდა და ტურნირი საპატიო მე-16 პოზიციაზე დაასრულა.მსოფლიო ჩემპიონატი 2027მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით კატარი უმასპინძლებს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, კვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1e/294715982_61:0:1140:809_1920x0_80_0_0_15d7a77e373741a194c24204d4c74714.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
კალათბურთი: ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (ლატვიაში) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში).
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილ გუნდს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ორი მატჩი ელის: 2 ივლისს უკრაინასთან (ლატვიაში) და 5 ივლისს ესპანეთთან (თბილისში).
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვს, ამ შეხვედრებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება - აქ დაგროვილი თითოეული ქულა გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, სადაც კიდევ 6 მატჩი ელით და სწორედ ამ ჯამური შედეგით გაირკვევა, მოიპოვებენ თუ არა მსოფლიო პირველობის საგზურს.
ეროვნული გუნდის სერბმა მთავარმა მწვრთნელმა 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა - 21 ივნისს კალათბურთელები ლატვიის ზღვისპირა კურორტ იურმალაში გაემგზავრნენ, სადაც 29 ივნისამდე დარჩებიან.
ოფიციალურ მატჩებამდე ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს:
24 ივნისი (იურმალა): საქართველო – ანგოლა
28 ივნისი (რიგა): საქართველო – ლატვია.
სატურნირო ვითარება A ჯგუფში და ფორმატი
მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ევროპის კონტინენტიდან სულ 32 ეროვნული გუნდი იბრძვის. ისინი ფინალური ეტაპის 12 საგზურს ორეტაპიანი სისტემით, 6 სათამაშო ფანჯრის განმავლობაში გაინაწილებენ. საწყისი რაუნდის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები მომდევნო ეტაპზე გადავა, სადაც ექვსგუნდიანი ოთხი ახალი ჯგუფი დაკომპლექტდება.
ამჟამად მიმდინარე A ჯგუფში სიტუაცია ასეთია: 4-დან 4 მოგებით ცხრილის სათავეში ესპანეთია. მათ 2-2 გამარჯვებით უკრაინა და საქართველო მიჰყვებიან, ხოლო აუტსაიდერის პოზიციას დანია იკავებს, რომელსაც აქტივში არცერთი მოგება არ აქვს. ესპანეთსა და საქართველოს მეორე ეტაპის საგზური უკვე განაღდებული აქვთ, დიდი ალბათობით კი მათ კომპანიას უკრაინაც გაუწევს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, სატურნირო ცხრილში მათ დანიამ გადაასწროს.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2026 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, ასევე 2027 წლის თებერვალში გაიმართება, ნაკრებები მხოლოდ იმ ახალ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. საბოლოო ჯამში, ამ ახალი ჯგუფების სამ-სამი საუკეთესო გუნდი მსოფლიო პირველობის საგზურს მოიპოვებს.
ისტორიული რეტროსპექტივა: საქართველოს ნაკრების დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატზე 2023 წელს შედგა. იაპონიაში, F ჯგუფში ასპარეზობისას, ქართველებმა კაბო ვერდესა და ვენესუელას სძლიეს, სლოვენიასთან მარცხის მიუხედავად კი მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. მეორე რაუნდში ჩვენი გუნდი მსოფლიოს მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან და ავსტრალიასთან დამარცხდა და ტურნირი საპატიო მე-16 პოზიციაზე დაასრულა.
მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით კატარი უმასპინძლებს. მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, კვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება: