https://sputnik-georgia.com/20260621/irakli-demetrashvili-vice-chempionia-299258345.html
ძიუდო: ირაკლი დემეტრაშვილი ულან-ბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია
ძიუდო: ირაკლი დემეტრაშვილი ულან-ბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა ორი მედლით დასრულა. 21.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-21T17:41+0400
2026-06-21T17:41+0400
2026-06-21T17:41+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276129515_0:201:2928:1848_1920x0_80_0_0_b9e5d2e4eeca28d327dc955acbff1dc4.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში გამართულ პრესტიჟულ გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტურნირი უმნიშვნელოვანესი იყო,, რადგან ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის სარეიტინგო ქულების მოპოვების საშუალებას იძლეოდა.ტურნირის ბოლო დღეს მედლები ილია სულამანიძემ (100 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მძიმე წონით კატეგორიაში უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა: მერვედფინალში მასპინძელ მონღოლ სპორტსმენალტანბაგანა განტულგას მოუგო, მეოთხედფინალში ძლიერი იაპონელი ძიუდოისტი კანტა ნაკანო დაამარცხა, ნახევარფინალში კინიდერლანდელ იურ სპიკერსს სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი სპორტსმენი სამხრეთკორეელ მსოფლიო კლასის ძიუდოისტ კიმ მინჯონგს დაუპირისპირდა - შეხვედრის მიწურულს მან ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა წნეხის ფონზე მიღებული მესამე გაფრთხილების (ჰანსოკუ-მაკე) გამო გამარჯვება კორეელს დარჩა.რაც შეეხება სულამანიძეს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მისი მოწინააღმდეგე - არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი კოსტოევი არ გამოცხადდა და ქართველმა გრანდსლემზე მესამე ადგილი დაიკავა.საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა ორი მედლით დასრულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276129515_99:0:2830:2048_1920x0_80_0_0_e2da56c254ad04d2b01a076386e30272.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ძიუდო: ირაკლი დემეტრაშვილი ულან-ბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა ორი მედლით დასრულა.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში გამართულ პრესტიჟულ გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
აღნიშნული ტურნირი უმნიშვნელოვანესი იყო,, რადგან ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის სარეიტინგო ქულების მოპოვების საშუალებას იძლეოდა.
ტურნირის ბოლო დღეს მედლები ილია სულამანიძემ (100 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს.
23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მძიმე წონით კატეგორიაში უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა: მერვედფინალში მასპინძელ მონღოლ სპორტსმენალტანბაგანა განტულგას მოუგო, მეოთხედფინალში ძლიერი იაპონელი ძიუდოისტი კანტა ნაკანო დაამარცხა, ნახევარფინალში კინიდერლანდელ იურ სპიკერსს სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ქართველი სპორტსმენი სამხრეთკორეელ მსოფლიო კლასის ძიუდოისტ კიმ მინჯონგს დაუპირისპირდა - შეხვედრის მიწურულს მან ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა წნეხის ფონზე მიღებული მესამე გაფრთხილების (ჰანსოკუ-მაკე) გამო გამარჯვება კორეელს დარჩა.
რაც შეეხება სულამანიძეს, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მისი მოწინააღმდეგე - არაბეთის გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელი კოსტოევი არ გამოცხადდა და ქართველმა გრანდსლემზე მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა ორი მედლით დასრულა.