https://sputnik-georgia.com/20260620/tbilissi-1600-ze-met-devnil-ojaxs-srulad-garemontebuli-axali-binebi-gadaecema-299248100.html
თბილისში 1600-ზე მეტ დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ახალი ბინები გადაეცემა
თბილისში 1600-ზე მეტ დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ახალი ბინები გადაეცემა
Sputnik საქართველო
2025 წელს სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში, 1614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი თბილისში განსახლდა. 20.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-20T12:38+0400
2026-06-20T12:38+0400
2026-06-20T12:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23800/95/238009522_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_3b4099729ce142027f56cc53a0d27988.jpg
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 1600-ზე მეტ დევნილ ოჯახს რამდენიმე თვეში ახალი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები. უწყების ცნობით, თბილისში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, მონიტორინგს დაქვემდებარებული თითოეული დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს კომისია კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს. უწყების ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა. 2025 წელს სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში, 1614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი თბილისში განსახლდა. იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23800/95/238009522_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9ec6ff54a0538c29767af3288999b219.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის მერია
თბილისში 1600-ზე მეტ დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ახალი ბინები გადაეცემა
2025 წელს სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში, 1614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი თბილისში განსახლდა.
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე 1600-ზე მეტ დევნილ ოჯახს რამდენიმე თვეში ახალი, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები.
უწყების ცნობით, თბილისში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაიწყო.
კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, მონიტორინგს დაქვემდებარებული თითოეული დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს კომისია კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს.
უწყების ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა.
2025 წელს სრულად გარემონტებული ბინები, ჯამში, 1614 დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის, 762 ოჯახი თბილისში განსახლდა.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.