სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები შემცირდება - კირცხალია

© photo: Sputnik / Stringerშუქნიშანი ჭავჭავაძის გამზირზე
შუქნიშანი ჭავჭავაძის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2026
გამოწერა
ამჟამად, ცვლილებები ჯერ არ არის რეგისტრირებული კანონპროექტის სახით და მათი ძალაში შესვლის თარიღიც უცნობია.
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. საქართველოში სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები შემცირდება, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის დადგენილი ნორმის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, ხოლო 40 და მეტი კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბება 300 ლარიან ჯარიმას იწვევს.
კირცხალიას თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული კონსულტაციის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება ჯარიმების დიფერენცირებული სისტემის შემოღების შესახებ.
ჯარიმების ახალი სისტემა ასეთი იქნება:
15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა 50 ლარით განისაზღვრება.
30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა რჩება 100 ლარის ოდენობით
40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას.
50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის 300-ლარიანი სანქცია შენარჩუნდება.
„ეს მიდგომა უზრუნველყოფს სამართალდარღვევის სიმძიმისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის პროპორციულობას, ხოლო მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედებისთვის (50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის) მკაცრი სანქცია ძალაში დარჩება“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, დეპუტატები მომავალში გააგრძელებენ მოქმედი კანონმდებლობის სისტემატურ ანალიზს, რათა გამოავლინონ ის დებულებები და სანქციები, რომლებიც შემდგომ განხილვას საჭიროებს.
ამჟამად, ცვლილებები ჯერ არ არის რეგისტრირებული კანონპროექტის სახით და მათი ძალაში შესვლის თარიღიც უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0