https://sputnik-georgia.com/20260620/saqartvelos-semosavlis-done-evrokavsiris-kandidatebs-soris-yvelaze-marali-iqneba-cincaze-299253175.html
საქართველოს შემოსავლის დონე ევროკავშირის კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი იქნება - ცინცაძე
საქართველოს შემოსავლის დონე ევროკავშირის კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი იქნება - ცინცაძე
Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%. 20.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-20T20:57+0400
2026-06-20T20:57+0400
2026-06-20T20:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/14/298746234_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_d54a4bba11729365229c9bdab137ebd8.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.ცინცაძის თქმით, საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს.„საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, თურქეთის გამოკლებით, იქნება ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.მინისტრის მოადგილემ განმარტა: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საქართველო ეტაპობრივად უთანაბრდება შემოსავლების დონის მიხედვით აღნიშნულ ქვეყნებს და 2030 წლისთვის საქართველო გადაუსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სერბეთს და ასევე მონტენეგროს.„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის აპრილში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,2% შეადგინა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 8,3%-ის ნიშნულზე დადგინდა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/14/298746234_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_699dff83fd472002b0e25c0ca7e36124.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს შემოსავლის დონე ევროკავშირის კანდიდატებს შორის ყველაზე მაღალი იქნება - ცინცაძე
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
ცინცაძის თქმით, საქართველოს მაჩვენებლები შემოსავლების კუთხით აჭარბებს როგორც მოლდოვის, ასევე უკრაინის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის შემოსავლებს.
„საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, თურქეთის გამოკლებით, იქნება ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქვეყანა“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილემ განმარტა: იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საქართველო ეტაპობრივად უთანაბრდება შემოსავლების დონის მიხედვით აღნიშნულ ქვეყნებს და 2030 წლისთვის საქართველო გადაუსწრებს ევროკავშირის კანდიდატ სერბეთს და ასევე მონტენეგროს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის აპრილში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,2% შეადგინა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 8,3%-ის ნიშნულზე დადგინდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, ხოლო 2025 წელს – 7,5%.