ქვემო ქართლში სტიქიამ პრობლემები შექმნა

© courtesy of Village Chikaaniსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2026
გამოწერა
ზარალის ზუსტი მასშტაბი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სოფელ ხარებაში, სადაც ადგილობრივების ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დიდი ნაწილი პრაქტიკულად განადგურებულია.
სტიქიამ დააზიანა ნათესები, ხეხილის ბაღები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სეტყვა დაფიქსირდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.
ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და მრავალწლოვანი ნარგავები.
ზარალის ზუსტი მასშტაბი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ვითარებას სწავლობენ.
ყველა ახალი ამბავი
0