https://sputnik-georgia.com/20260620/gavagrzelebt-centralur-aziastan-kavsirebis-garrmavebas-premieri-axal-vizitebs-aanonsebs-299249382.html
გავაგრძელებთ ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაღრმავებას - პრემიერი ახალ ვიზიტებს აანონსებს
გავაგრძელებთ ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაღრმავებას - პრემიერი ახალ ვიზიტებს აანონსებს
Sputnik საქართველო
საქართველო მაქსიმალურად აძლიერებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებს და გეგმავს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების მნიშვნელოვან გაზრდას, განაცხადა... 20.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-20T14:02+0400
2026-06-20T14:02+0400
2026-06-20T14:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
უზბეკეთი
ტაჯიკეთი
თურქმენეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ცენტრალური აზია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/14/299246274_2:0:1277:717_1920x0_80_0_0_a9d19eb6fe4832e73aff1b5e8bf82b06.jpg
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების განმტკიცების ფარგლებში ივლისში საქართველოს უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი და თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ბოლო დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააქტიურა პირდაპირი კონტაქტები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ოფიციალური ვიზიტებით თავდაპირველად ყირგიზეთს, შემდეგ კი ტაჯიკეთს ეწვია. ორივე ქვეყანაში მხარეებმა თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება განიხილეს.მისი თქმით, საქართველო მაქსიმალურად ავითარებს ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რის საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით.მანამდე, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით დაინტერესებულია ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავებით სავაჭრო კავშირების განვითარების კუთხით.შუა დერეფანიმარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.ამის შემდეგ საქართველო, საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის კვალდაკვალ, შუა დერეფნის აქტიური მონაწილე გახდა.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
საქართველო
უზბეკეთი
ტაჯიკეთი
თურქმენეთი
ცენტრალური აზია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/14/299246274_162:0:1118:717_1920x0_80_0_0_a475937d23d643388197888313e410c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ცენტრალური აზია
ახალი ამბები, საქართველო, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ცენტრალური აზია
გავაგრძელებთ ცენტრალურ აზიასთან კავშირების გაღრმავებას - პრემიერი ახალ ვიზიტებს აანონსებს
საქართველო მაქსიმალურად აძლიერებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებს და გეგმავს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების მნიშვნელოვან გაზრდას, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების განმტკიცების ფარგლებში ივლისში საქართველოს უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიიოევი და თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევიან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ბოლო დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააქტიურა პირდაპირი კონტაქტები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ოფიციალური ვიზიტებით თავდაპირველად ყირგიზეთს, შემდეგ კი ტაჯიკეთს ეწვია. ორივე ქვეყანაში მხარეებმა თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება განიხილეს.
„იცით, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო მაქსიმალურად ავითარებს ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რის საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით.
მანამდე, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით დაინტერესებულია ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავებით სავაჭრო კავშირების განვითარების კუთხით.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
ამის შემდეგ საქართველო, საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის კვალდაკვალ, შუა დერეფნის აქტიური მონაწილე გახდა.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.