თბილისში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს

© photo: Sputnik / Denis Aslanovთევზჭერა
თევზჭერა
 - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2026
გამოწერა
სახლართი ბადით თევზჭერა რიგ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, მოქალაქეები ქვემო ფონიჭალაში მდინარე მტკვარზე თევზს უკანონოდ, გასაბერი ნავიდან, ელექტროიარაღის გამოყენებით იჭერდნენ.
ბრაკონიერებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 64 კილოგრამი თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია, ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის თანახმად, აკრძალული იარაღით უკანონო თევზჭერა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით - სამას ოციდან ოთხას საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ორიდან ოთხ წლამდე.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0