https://sputnik-georgia.com/20260619/sasamartlom-4-oqtombris-saqmeze-braldebul-7-pirs-ganaceni-gamoutana-299233785.html
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 7 პირს განაჩენი გამოუტანა
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 7 პირს განაჩენი გამოუტანა
Sputnik საქართველო
გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს... 19.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-19T13:45+0400
2026-06-19T13:45+0400
2026-06-19T13:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლო
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295245870_0:0:2560:1440_1920x0_80_0_0_7591ec71fc99d83c0c362e5692a0e7fd.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.4 ოქტომბრის საქმეზე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.რაც შეეხება ასევე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ია დარახველიძეს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.საქმის აღნიშნულ ეპიზოდზე ჯამში 15 პირი იყო ბრალდებული, თუმცა 9 ივნისს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ ევა შანშიაშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელიხაშვილი და დათო ღუწკაია.აღნიშნულმა პირებმა პენიტენციური დაწესებულება პირობითი მსჯავრით - 3 წელი - დატოვეს. ყველა მათგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა, გარდა ევა შანშიაშვილისა, ვინაიდან ის გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაზე იმყოფებოდა.მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დაამტკიცა. აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295245870_320:0:2240:1440_1920x0_80_0_0_11bd348b32ad088ab24100c92546c9ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისის საქალაქო სასამართლო, საპროტესტო აქციები თბილისში
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 7 პირს განაჩენი გამოუტანა
გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
4 ოქტომბრის საქმეზე ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ასევე დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ია დარახველიძეს კი 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.
რაც შეეხება ასევე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულ ია დარახველიძეს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მის მიმართ ძებნა გამოცხადდება, მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების შემდეგ აღსრულდება.
საქმის აღნიშნულ ეპიზოდზე ჯამში 15 პირი იყო ბრალდებული, თუმცა 9 ივნისს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ ევა შანშიაშვილი, ალექსანდრე გოგოლაძე, გოჩა ყატაშვილი, სულხან აბრალავა, რამაზ ჯორბენაძე, ჯანდრი თირქია, გენადი კელიხაშვილი და დათო ღუწკაია.
აღნიშნულმა პირებმა პენიტენციური დაწესებულება პირობითი მსჯავრით - 3 წელი - დატოვეს. ყველა მათგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა, გარდა ევა შანშიაშვილისა, ვინაიდან ის გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაზე იმყოფებოდა.
მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დაამტკიცა. აღნიშნულ პირებს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც მათ ბრალი აღიარეს და მტკიცებულებები უდაო გახადეს.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.