https://sputnik-georgia.com/20260619/ruseti-qartuli-vaslis-ziritadi-saeqsporto-qveyanaa-299236532.html
რუსეთი ქართული ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა
რუსეთი ქართული ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა
Sputnik საქართველო
აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0,74 დოლარია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 19.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-19T17:58+0400
2026-06-19T17:58+0400
2026-06-19T17:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24259/38/242593894_0:132:2000:1257_1920x0_80_0_0_b7ff5bda05f5028a529dc2333d780f56.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 23,6 ათასი ტონა ვაშლი, საიდანაც 22,2 ათასი ტონა ექსპორტირებულია რუსეთში, იუწყება საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.უწყების ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 30%-ით (5,5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 53%-ით (6 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდა.აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0,74 დოლარია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.რუსეთის გარდა, 1.037 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 170 ტონა ბელარუსში, 127 ტონა სომხეთში და 65 ტონა სხვა ქვეყნებში.2025/2026 მარკეტინგული წლის მიხედვით ვაშლის ექსპორტი ხასიათდება როგორც რაოდენობის, ისე ფასის ზრდით. ექსპორტის ზრდის გამომწვევი მიზეზი მოსავლის ხარისხობრივ გაუმჯობესებას უკავშირდება.ვაშლი, ისევე როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს.როგორც წინა წლებში, სახელმწიფომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სტიმულირების მიზნით სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა, რომლიც 15 დეკემბერს დასრულდა.სახელმწიფო სუბსიდია გაიცა პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ იმ კომპანიებზე, რომლებმაც 2025 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლი არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდეს; სოფლის განვითარების სააგენტომ 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია გასცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24259/38/242593894_74:0:1927:1390_1920x0_80_0_0_8d3a4184ce0627284b262e982a01976f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა
რუსეთი ქართული ვაშლის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა
აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0,74 დოლარია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 31 მაისის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 23,6 ათასი ტონა ვაშლი, საიდანაც 22,2 ათასი ტონა ექსპორტირებულია რუსეთში, იუწყება საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 30%-ით (5,5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 53%-ით (6 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდა.
აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0,74 დოლარია, რაც 17%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
რუსეთის გარდა, 1.037 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 170 ტონა ბელარუსში, 127 ტონა სომხეთში და 65 ტონა სხვა ქვეყნებში.
2025/2026 მარკეტინგული წლის მიხედვით ვაშლის ექსპორტი ხასიათდება როგორც რაოდენობის, ისე ფასის ზრდით. ექსპორტის ზრდის გამომწვევი მიზეზი მოსავლის ხარისხობრივ გაუმჯობესებას უკავშირდება.
ვაშლი, ისევე როგორც ატამი, ყურძენი და მანდარინი, ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან მიმდინარეობს.
როგორც წინა წლებში, სახელმწიფომ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სტიმულირების მიზნით სუბსიდირების პროგრამა აამოქმედა, რომლიც 15 დეკემბერს დასრულდა.
სახელმწიფო სუბსიდია გაიცა პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ იმ კომპანიებზე, რომლებმაც 2025 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლი არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდეს; სოფლის განვითარების სააგენტომ 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდია გასცა.