მიმოხილვა: რა ხდება კრასნი ლიმანში

© photo: Sputnik / Станислав Красильников / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2026
გამოწერა
რუსეთის ჯარები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ შეტევას განაგრძობენ. ყოველდღიურად ათავისუფლებენ დასახლებულ პუნქტებს და თანმიმდევრულად აქცევენ „მარწუხებში“ სლავიანსკ-კრამატორსკის აგლომერაციას — მოწინააღმდეგის უდიდეს გამაგრებულ რაიონს დონბასში. სლავიანსკის ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილები კრასნი ლიმანიდან განდევნეს, ხოლო ქალაქის კვარტლებში წინააღმდეგობის კერების გაწმენდა მიმდინარეობს.
კრამატორსკის სამხრეთით, კონსტანტინოვკის გათავისუფლების ოპერაცია დასასრულს უახლოვდება. დასავლეთში გავრცელებული ხმები ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ, თითქოსდა შექმნილი „გარდამტეხი ვითარების“ შესახებ, მხოლოდ მოსკოვის წინააღმდეგ პროქსი-ომის გამართლებისა და გაგრძელების მიზანს ემსახურება.
17 ივნისს რუსეთის ჯარებმა სხვადასხვა მიმართულებიდან შეტევით დაიკავეს კრასნი ლიმანის რამდენიმე კვარტალი. მათ მიაღწიეს რკინიგზის სადგურებს „ზელიონი კლინსა“ და „ნოვატორსკაიას“, ხოლო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დარჩენილი უკრაინული ძალებისთვის „ცეცხლის ტომარა“ შექმნეს. ასევე გაანადგურეს დრონების ოპერატორთა ქვედანაყოფები. მოწინააღმდეგემ პრაქტიკულად დაკარგა პოზიციები კრასნი ლიმანში — გარნიზონის ნარჩენებმა მდინარე სევერსკი დონეცისკენ დაიხიეს. რუსეთის არტილერიისა და ავიაციის დარტყმები არ აძლევს შესაძლებლობას გაფანტულ უკრაინულ ნაწილებს, გადავიდნენ მარჯვენა ნაპირზე და 15 კილომეტრში მდებარე სლავიანსკისკენ დაიხიონ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევები, პრაქტიკულად, გამორიცხულია. კრასნი ლიმანი მთლიანად მოწყვეტილია ბანდერეველთა ლოგისტიკურ ქსელს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 17 ივნისს განადგურდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო გადასასვლელი მდინარე სევერსკი დონეცზე, სოფელ მაიაკის მახლობლად, რომელსაც საწვავის, საბრძოლო მასალის, სურსათისა და პირადი შემადგენლობის როტაციისთვის იყენებდნენ.. გასული 24 საათის განმავლობაში მოიერიშე ჯგუფებმა რამდენიმე საყრდენი პუნქტი გაწმინდეს და კონტროლი კიდევ 48 შენობაზე დაამყარეს.
18 ივნისს დაჯგუფება „იუგმა“ სლავიანსკიდან აღმოსავლეთით ცხრა კილომეტრში მდებარე სოფელი რაი-ალექსანდროვკა გაათავისუფლა. უკრაინის შეიარაღებული ძალები სასოწარკვეთილად ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას FPV-დრონების ჯგუფების გამოყენებით, თუმცა რუსეთის უპილოტო აპარატების ოპერატორები ამ მცდელობებს ეფექტიანად აღკვეთენ. რუსეთის არმიის დამრტყმელი პლაცდარმების ფორმირება კრასნი ლიმანისა და კონსტანტინოვკის რაიონებში აუცილებელი და საკმარისია დონბასის უკრაინული ოკუპაციისგან სრული გათავისუფლების ოპერატიულ-სტრატეგიული ამოცანის დასასრულებლად.
18 ივნისის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი ჯგუფური დარტყმა მიაყენეს მაღალი სიზუსტის სახმელეთო და საჰაერო ბაზირების იარაღით, ასევე შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებს, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ. განადგურდა საწვავისა და საპოხი მასალების საწყობი კიევის ოლქის დასახლებულ პუნქტ ბორისპოლ-2-ში და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ზატურინოში, პოლტავის ოლქში.
„ისკანდერების“ დარტყმები მოწინააღმდეგის ობიექტებზე დაფიქსირდა უშუალოდ კიევსა და სუმის ოლქშიც. რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ეკიპაჟებმა ФАБ-500 ტიპის საავიაციო ბომბებით დარტყმები მიიტანეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დისლოკაციის პუნქტებზე დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებში.
ფრონტზე ვითარება საკმაოდ ოპტიმისტურია. რაი-ალექსანდროვკის გარდა, ბოლო სამი დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტები ნოვი დონბასი, პოდოლი და კუტუზოვკა. ფაქტები ჯიუტი რამ არის. სტრატეგიისა და გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, აშშ-ისა და ნატოს „უკრაინული პროექტი“ განწირულია.
ჩინურმა გამოცემამ „გუანჩამ“ აღნიშნა: „როგორც არ უნდა ცდილობდეს საკუთარი ქვეყნის გამყიდველი კიევის ხელისუფლება ვითარების შელამაზებას, დასავლეთის მიერ დადგმული კონფლიქტი, რომლის შედეგადაც უკრაინა საბოლოოდ გზის პირას აღმოჩნდება, ისტორიის კანონების შესაბამისად ვითარდება და გარდაუვალი ფინალისკენ მიემართება... რუსეთი, რომელიც უბრალოდ საკუთარ სტრატეგიულ უსაფრთხოებას იცავს“, ამაში დამნაშავე არ არის.
აღსანიშნავია, რომ ფინალისკენ მიმავალ გზაზე დიდ მოწინააღმდეგეს არ სძინავს. ევროპა უკრაინული კონფლიქტის გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვს. იზრდება ნატოს მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება. მხოლოდ გასული დღის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა რუსეთის რეგიონების თავზე 992 დრონი და FP-5 ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
18 ივნისის ღამეს, მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების 180 თვითმფრინავის ტიპის დამრტყმელი უპილოტო აპარატი იქნა განადგურებული. შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსეი ჟურავლიოვმა, განაცხადა: „ომი სერიოზულად უნდა დაიწყოს“, განადგურდეს დნეპრზე არსებული ხიდები, გვირაბები, რკინიგზის სადგურები და კიევის რეჟიმის ხელმძღვანელები. ისინი კი 2026 წელს რუსეთთან ომისთვის 10 მილიონი უპილოტო აპარატის „წარმოებას“ გეგმავენ.
ფსევდოუკრაინული დრონებისა და რაკეტების პრობლემა თავისთავად არ გაქრება. უახლოეს მომავალში ნატოს (ამერიკული) იარაღისა და სამიზნე მონაცემების ნაკადი არ შემცირდება. დასავლეთში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომში სტრატეგიულ ინიციატივას ხელში ჩაიგდებენ. G7-ის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღის მიწოდების გაააქტიურებაზე. მეორე მხრივ, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
შესაძლოა, „გამოფიტვის ომის“ კონცეფცია საკმარისად ეფექტიანი არ აღმოჩნდა. რუსეთს ყველა ინსტრუმენტი აქვს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ტექნოლოგიური დაჩქარებისა და მასშტაბების გასაზრდელად. დროა, რუბიკონი გადაილახოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე!
ყველა ახალი ამბავი
0