რომელი ვირუსები ცირკულირებს ამჟამად საქართველოში - ჩხაიძე

© photo: Sputnik / Stringerივანე ჩხაიძე
ივანე ჩხაიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2026
გამოწერა
საქართველოში ბოლო 3 კვირის განმავლობაში დაფიქსირდა კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებიც.
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. საქართველოში ახლა სჭარბობს არამძიმე, გაურთულებელი შემთხვევების გამომწვევი ვირუსები - ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და ადენოვირუსი, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
ექიმის განმარტებით, აღნიშნული ვირუსები უფრო მეტად გაციებას და გაციების მსგავს სიმპტომებს იწვევს, მათ შორის, ხველასა და ცემინებას, ცხელებას, მაღალ ტემპერატურას, სურდოსა და ყელის ტკივილს, ქოშინსა და სუნთქვის გაძნელებას, ასევე მძიმე ფორმებისას კუნთების ტკივილსა და ზოგად სისუსტეს.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, საქართველოში ბოლო 3 კვირის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები.
"პირველადი ჯანდაცვის რგოლში, სადაც მიმართვა განპირობებული იყო არამძიმე ფილტვების ანთებით, ფიქსირდებოდა B ტიპის გრიპის შემთხვევები. სტაციონარებში მძიმე მწვავე რესპირაციული ვირუსის უკან ფიქსირდება არა გრიპის, არამედ კორონავირუსის შემთხვევები. არ არის მომართვა გაზრდილი, ან მომატებული", - განაცხადა ექიმმა.
მისი თქმით, კლინიკებში მიმართვიანობა თანდათან შემცირებისკენ მიდის და მოლოდინია, რომ ივლისი-აგვისტოს პერიოდში კიდევ უფრო შემცირდება.
ყველა ახალი ამბავი
0