ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა

© Nikitamaykovპრეზიდენტის სასახლე დუშანბეში
პრეზიდენტის სასახლე დუშანბეში - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2026
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები.
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.
საქართველოს მთავრობის მეთაურს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რახმონი. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთანაც.
ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ყველა ახალი ამბავი
0