იორის აუზში მოსალოდნელია წყლის ნაკადის მატება: სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

© Courtesy of Roads Department of Georgiaხიდი ალაზანზე
ხიდი ალაზანზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2026
გამოწერა
უწყება მოსახლეობას სთხოვს, უბედური შემთხვევებისა და არასასურველი სირთულეების თავიდან ასაცილებლად დაიცვან უსაფრთხოების წესები.
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. 19 ივნისიდან მდინარე იორის აუზში მოსალოდნელია წყლის ნაკადის მატება, რაც უხვმა ნალექმა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მდინარე იორს ახასიათებს სეზონური წყალმოვარდნები. უხვმა ნალექმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სარწყავი არხების გამტარუნარიანობაზე, მდინარის მიმდებარედ არსებულ გზებზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და საძოვრებზე.
გარემოს დაცვის სამინისტრო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და შესაძლო საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, უწყება საგარეჯოს, გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მდინარის, მაგისტრალური არხებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყება მოსახლეობას სთხოვს, უბედური შემთხვევებისა და არასასურველი სირთულეების თავიდან ასაცილებლად დაიცვან უსაფრთხოების წესები.
ყველა ახალი ამბავი
0