https://sputnik-georgia.com/20260618/popularulma-amerikulma-gamocemam-qartul-rvinos-statia-miuzrvna-299203581.html
პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს სტატია მიუძღვნა
პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს სტატია მიუძღვნა
Sputnik საქართველო
პუბლიკაციაში ის მიზეზებია ჩამოთვლილი, რის გამოც მკითხველმა ქართული ღვინო უნდა დააგემოვნოს. 18.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-18T16:10+0400
2026-06-18T16:10+0400
2026-06-18T16:10+0400
საქართველო
აშშ
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260032829_0:271:1400:1059_1920x0_80_0_0_236038a8bcc940b5624ba279d211815a.jpg
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. "ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ ქართული ღვინო", ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში Grapefriend, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. Grapefriend არის პოპულარული ამერიკული გამოცემა, რომელიც ღვინის კულტურასა და პოპ-კულტურას აერთიანებს. "პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ამერიკული კონტრაქტორი კომპანიის "Glodow Nead Communication" ჩართულობით მომზადდა და მასში ჩამოთვლილია ხუთი მიზეზი, რომელთა გამოც მკითხველმა ქართული ღვინო უნდა დააგემოვნოს და მოიწონოს", აღნიშულია ინფორმაციაში. კერძოდ, ეს არის ქართული ღვინის წარმოების 8000-წლიანი ისტორია და საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარების ფაქტი, ვაზის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება, ქართული სუფრის კულტურა, საქართველოს ბუნება და ქართული ბუნებრივი ღვინოების პოპულარობა (https://grapefriend.com/2026/06/08/5-reasons-to-try-georgian-wine/). სტატიის ავტორი ალისა ვიტრანო (Alyssa Vitrano) საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებული ღვინის ტურის ფარგლებში, მან და ამერიკული მედიის სხვა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. დაათვალიერეს კახეთისა და ქართლის ღვინის მარნები, სადაც გაეცნენ როგორც ქართული მეღვინეობის ტრადიციებს, ისე თანამედროვე ღვინის წარმოების პრაქტიკას. ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან. სააგენტოს პარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, "The New York Times", "Wine Enthusiast" და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები. ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხალხურ ხელოვნებაში, ასევე სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში, ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის სახეები. დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენია კულტივირებული. მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმოშობისაა. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260032829_0:35:1400:1085_1920x0_80_0_0_5cd49f09786206674390c44b6c55f1ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
საქართველო, აშშ , ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო
პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ ქართულ ღვინოს სტატია მიუძღვნა
პუბლიკაციაში ის მიზეზებია ჩამოთვლილი, რის გამოც მკითხველმა ქართული ღვინო უნდა დააგემოვნოს.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. "ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა გასინჯოთ ქართული ღვინო", ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია პოპულარულ ამერიკულ გამოცემაში Grapefriend, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
Grapefriend არის პოპულარული ამერიკული გამოცემა, რომელიც ღვინის კულტურასა და პოპ-კულტურას აერთიანებს.
"პუბლიკაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს ამერიკული კონტრაქტორი კომპანიის "Glodow Nead Communication" ჩართულობით მომზადდა და მასში ჩამოთვლილია ხუთი მიზეზი, რომელთა გამოც მკითხველმა ქართული ღვინო უნდა დააგემოვნოს და მოიწონოს", აღნიშულია ინფორმაციაში.
კერძოდ, ეს არის ქართული ღვინის წარმოების 8000-წლიანი ისტორია და საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარების ფაქტი, ვაზის ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება, ქართული სუფრის კულტურა, საქართველოს ბუნება და ქართული ბუნებრივი ღვინოების პოპულარობა (https://grapefriend.com/2026/06/08/5-reasons-to-try-georgian-wine/).
სტატიის ავტორი ალისა ვიტრანო (Alyssa Vitrano) საქართველოში მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ორგანიზებული ღვინის ტურის ფარგლებში, მან და ამერიკული მედიის სხვა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. დაათვალიერეს კახეთისა და ქართლის ღვინის მარნები, სადაც გაეცნენ როგორც ქართული მეღვინეობის ტრადიციებს, ისე თანამედროვე ღვინის წარმოების პრაქტიკას.
ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ცნობადობის ზრდისა და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან. სააგენტოს პარტნიორებს შორის არიან CNN, CBS, Netflix, "The New York Times", "Wine Enthusiast" და სხვა გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.
საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხალხურ ხელოვნებაში, ასევე სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში, ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის სახეები.
დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენია კულტივირებული. მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმოშობისაა. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.