https://sputnik-georgia.com/20260618/mdinare-sufsaze-intertuli-masalis-ukanono-mopoveba-dakavebulia-ori-piri-299201968.html
მდინარე სუფსაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვება: დაკავებულია ორი პირი
მდინარე სუფსაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვება: დაკავებულია ორი პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე. 18.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-18T12:34+0400
2026-06-18T12:34+0400
2026-06-18T12:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_907728e357fab4b3b291f2a347f7b453.jpg
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გურიის რეგიონში მდინარე სუფსიდან შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ყიდდნენ. უწყების ცნობით, ჯამში უკანონოდ მოპოვებულ იქნა 380 804 ლარის ღირებულების 32 957 კუბური მეტრი ინერტული მასალა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 494 345 ლარი შეადგინა. ამასთან, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განახორციელა 45 713 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/04/281927610_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c380c1f5cca1da83babe297daa22fe53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მდინარე სუფსაზე ინერტული მასალის უკანონო მოპოვება: დაკავებულია ორი პირი
დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გურიის რეგიონში მდინარე სუფსიდან შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე სისტემატიურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე ყიდდნენ.
უწყების ცნობით, ჯამში უკანონოდ მოპოვებულ იქნა 380 804 ლარის ღირებულების 32 957 კუბური მეტრი ინერტული მასალა, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 494 345 ლარი შეადგინა.
ამასთან, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განახორციელა 45 713 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 192-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.