https://sputnik-georgia.com/20260618/mdinare-aragvis-kalapotsi-wylis-nakadis-matebaa-mosalodneli-gwpmosaxleobas-afrtxilebs-299216494.html
მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატებაა მოსალოდნელი: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატებაა მოსალოდნელი: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
Sputnik საქართველო
კომპანიის ცნობით, ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოსული ჭარბი წყალი. 18.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-18T18:42+0400
2026-06-18T18:42+0400
2026-06-18T18:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
gwp
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267931827_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_293d2f658e880b872088188de6c9251b.jpg
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისის წყალმომარაგების კომპანია Georgian Water and Power (GWP) მოსახლოებას აფრთხილებს, უახლოეს დღეებში სიფრთხილე გამოიჩინონ მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას. კომპანიის ინფორმაციით, 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით. "გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას", – აღნიშნულია განცხადებაში. GWP-ის ცნობით, წყალუხვობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება "წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის" დოკუმენტით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267931827_340:0:1780:1080_1920x0_80_0_0_3d22f1d94b1fef72694d5b78774455cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, gwp
ახალი ამბები, საქართველო, gwp
მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატებაა მოსალოდნელი: GWP მოსახლეობას აფრთხილებს
კომპანიის ცნობით, ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოსული ჭარბი წყალი.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისის წყალმომარაგების კომპანია Georgian Water and Power (GWP) მოსახლოებას აფრთხილებს, უახლოეს დღეებში სიფრთხილე გამოიჩინონ მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას.
კომპანიის ინფორმაციით, 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.
"გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას", – აღნიშნულია განცხადებაში.
GWP-ის ცნობით, წყალუხვობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება "წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის" დოკუმენტით.