ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

© Guria regionმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2026
გამოწერა
გზაზე მეწყრული პროცესების განვითარების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის სოფელ მაღაროსკარის მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, სოფელ მაღაროსკართან ძლიერი წვიმის შედეგად განვითარდა მეწყერი, რის შედეგადაც გზაზე მოძრაობის აკრძალვა გახდა საჭირო.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი) ძლიერი წვიმის შედეგად განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0