https://sputnik-georgia.com/20260617/zveli-rustavis-reabilitacia-daiwko-299184976.html
ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი განხორციელება დაიწყო
ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი განხორციელება დაიწყო
Sputnik საქართველო
პროექტის ფარგლებში ბათუმის ქუჩაზე არსებულ 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცესაც ჩაუტარდება რეაბილიტაცია. 17.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-17T12:32+0400
2026-06-17T12:32+0400
2026-06-17T12:32+0400
საქართველო
რუსთავი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24115/36/241153646_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_51841dca2e7053195bc83c5164ac5b3a.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება დაიწყო, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროექტის მიზანია ძველი ქალაქის ისტორიული ნაწილისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა, ტურისტული პოტენციალის გაზრდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხო, კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა.პროექტი ძველი რუსთავის 12 სხვადასხვა ქუჩას მოიცავს და ამასთან ითვალისწინებს ბათუმის ქუჩაზე არსებული 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციას.უწყების ცნობით, რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რესტავრაცია არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით ჩაუტარდება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. სამუშაოები 3 საცხოვრებელ კორპუსში - ჭავჭავაძის N15, კონსტიტუციის N13 და ასლანიკაშვილის N11-ში უკვე დაწყებულია. რუსთავის მერიის ცნობით, უახლოეს დღეებში სამუშაოები ასლანიკაშვილის N3, კონსტიტუციის N14 და ბათუმის N25 საცხოვრებელ კორპუსებშიც დაიწყება. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე რუსთავში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გამაგრება-რეაბილიტაცია 18 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს.
საქართველო
რუსთავი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24115/36/241153646_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_700709a375266bba0af57e3c029faee4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსთავი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსთავი, საზოგადოება, ახალი ამბები
ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი განხორციელება დაიწყო
პროექტის ფარგლებში ბათუმის ქუჩაზე არსებულ 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცესაც ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება დაიწყო, ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროექტის მიზანია ძველი ქალაქის ისტორიული ნაწილისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა, ტურისტული პოტენციალის გაზრდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხო, კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნა.
პროექტი ძველი რუსთავის 12 სხვადასხვა ქუჩას მოიცავს და ამასთან ითვალისწინებს ბათუმის ქუჩაზე არსებული 8 ჰექტარი ფართობის რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციას.
უწყების ცნობით, რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რესტავრაცია არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით ჩაუტარდება. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
სამუშაოები 3 საცხოვრებელ კორპუსში - ჭავჭავაძის N15, კონსტიტუციის N13 და ასლანიკაშვილის N11-ში უკვე დაწყებულია. რუსთავის მერიის ცნობით, უახლოეს დღეებში სამუშაოები ასლანიკაშვილის N3, კონსტიტუციის N14 და ბათუმის N25 საცხოვრებელ კორპუსებშიც დაიწყება.
მერიის ცნობით, ამ ეტაპზე რუსთავში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გამაგრება-რეაბილიტაცია 18 საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარეობს.