მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზახაროვა: კიევის რეჟიმი ბავშვებზე ნადირობს

© photo: Sputnik / Kristina Kormilitsina / გადასვლა მედიაბანკში მარია ზახაროვა
 მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2026
გამოწერა
კიევმა კიდევ ერთხელ განახორციელა ტერორისტული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბავშვები კიევის რეჟიმისთვის ნადირობის განსაკუთრებულ ობიექტს წარმოადგენენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონით იმ ავტობუსზე თავდასხმის კომენტარისას, რომელშიც ბელარუსელი ბავშვები იმყოფებოდნენ.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ კიევმა მორიგი ტერაქტი ჩაიდინა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. „კიევის რეჟიმის მორიგი ტერაქტი, რომელიც ნადირობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე“, — განაცხადა ზახაროვამ.
ოთხშაბათს ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იგორ კოვალჩუკმა განაცხადა, რომ რეგიონში უკრაინულმა დრონმა შეუტია სამგზავრო ავტობუსს, რომელშიც 44 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის რეჩიცის საფეხბურთო კლუბის წევრი 28 ბავშვი. ისინი გელენჯიკში დასასვენებლად მიემგზავრებოდნენ.
თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, შვიდი ადამიანი კი ბრიანსკის რეგიონის სხვადასხვა საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული, მათ შორის ხუთი ბავშვი. მათ ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
დაზარალებულებისთვის დახმარების აღმოსაჩენად ბელარუსიდან ბრიანსკის ოლქში, საგზაო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანხლებით, მედიკოსების სამი ბრიგადა გაემგზავრა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბელარუსელი ბავშვების ავტობუსზე თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ყველა ახალი ამბავი
0