https://sputnik-georgia.com/20260617/topurias-tvalbudis-zvlis-motexiloba-aqvs-299189155.html
ილია თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს
ილია თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს
Sputnik საქართველო
თეთრ სახლში გამართულ საიუბილეო ტურნირზე UFC Freedom 250 თოფურიამ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა 17.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-17T18:00+0400
2026-06-17T18:00+0400
2026-06-17T18:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299165211_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_27fac832a3debd1877ff28778a52c89f.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ესპანეთის სახელით მოასპარეზე UFC-ის ქართველ მებრძოლ ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან მძიმე ორთაბრძოლის შემდეგ ორივე ორბიტალური ძვლის (თვალბუდის) მოტეხილობა აქვს, თუმცა ოპერაცია საჭირო არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Eurosport-ის ესპანეთის ბიურო ავრცელებს. ილია თოფურიამ UFC-ის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში 37 წლის ამერიკელ გეიჯისთან მის კარიერაში პირველი მარცხი განიცადა - ტურნირი UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა. ტურნირის შემდეგ UFC-ის სტანდარტული სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, თოფურია „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. გამოცემის თანახმად, UFC-ის ქართველი მებრძოლი ვაშინგტონის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, თოფურიას მარჯვენა თვალი მარცხენაზე მეტად აქვს დაზიანებული. ექიმების რეკომენდაციით, მას რამდენიმე თვე დასვენება და ეტაპობრივი რეაბილიტაცია სჭირდება, რის გამოც, დიდი ალბათობით, 2026 წელს აღარ იასპარეზებს და ოქტაგონზე მხოლოდ მომავალ წელს დაბრუნდება. თავად თოფურიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო საშიში“. თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება ტურნირის მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიას კუთხემ შეხვედრა გააჩერა. UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს - 15 ივნისს გამართულ ტურნირზე სულ 7 ბრძოლა გაიმართა. UFC-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ. ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ი9ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/10/299165211_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_8686a229189a1765ae91d6b97564d6f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს
თეთრ სახლში გამართულ საიუბილეო ტურნირზე UFC Freedom 250 თოფურიამ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ესპანეთის სახელით მოასპარეზე UFC-ის ქართველ მებრძოლ ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან მძიმე ორთაბრძოლის შემდეგ ორივე ორბიტალური ძვლის (თვალბუდის) მოტეხილობა აქვს, თუმცა ოპერაცია საჭირო არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას Eurosport-ის ესპანეთის ბიურო ავრცელებს.
ილია თოფურიამ UFC-ის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლაში 37 წლის ამერიკელ გეიჯისთან მის კარიერაში პირველი მარცხი განიცადა - ტურნირი UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა. ტურნირის შემდეგ UFC-ის სტანდარტული სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, თოფურია „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
გამოცემის თანახმად, UFC-ის ქართველი მებრძოლი ვაშინგტონის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, თოფურიას მარჯვენა თვალი მარცხენაზე მეტად აქვს დაზიანებული.
ექიმების რეკომენდაციით, მას რამდენიმე თვე დასვენება და ეტაპობრივი რეაბილიტაცია სჭირდება, რის გამოც, დიდი ალბათობით, 2026 წელს აღარ იასპარეზებს და ოქტაგონზე მხოლოდ მომავალ წელს დაბრუნდება.
თავად თოფურიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო საშიში“.
თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირება ტურნირის მთავარი მოვლენა იყო. ბრძოლა ოთხ რაუნდს გაგრძელდა. მეხუთე რაუნდი კი აღარ დაიწყო, რადგან მიღებული დაზიანებების გამო ილია თოფურიას კუთხემ შეხვედრა გააჩერა.
UFC Freedom 250 აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა. სპეციალურად ამ დღისთვის ოქტაგონი თეთრი სახლის ეზოში დაამონტაჟეს. ბრძოლებს 4000 მაყურებელი ადევნებდა თვალს - 15 ივნისს გამართულ ტურნირზე სულ 7 ბრძოლა გაიმართა.
UFC-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და UFC-ის პრეზიდენტი დანა უაითი ესწრებოდნენ.
ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ი9ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.