https://sputnik-georgia.com/20260617/saqartveloshi-komerciul-gvinoebs-sheamowmeben-299185823.html
საქართველოში კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ღვინოები შემოწმდება
საქართველოში კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ღვინოები შემოწმდება
Sputnik საქართველო
კანონში ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით - „ბუნებრივი ღვინო“ და და ასეთი ღვინოების მწარმოებლებად ჩაითვლებიან ის მარნები, რომლებიც წელიწადში 25 ათას... 17.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-17T13:28+0400
2026-06-17T13:28+0400
2026-06-17T13:28+0400
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23946/44/239464410_0:0:3591:2020_1920x0_80_0_0_5968faae5f3a282e6630b607880bad5c.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ყველა ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიისა, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა. 9 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ბაზარზე მცირე მარნების სტატუსის ცვლილებას, პროდუქციის მარკირებას და ვენახების გაშენების წესს.დღეს სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება საექსპორტო ღვინოები, ასევე საექსპორტო და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას აზრით, საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებას. „ბუნებრივი ღვინო არის ძალიან თვითმყოფადი ნიშური ღვინო, რომელიც თავისი ბუნებიდან და დაყენების მეთოდიდან გამომდინარე, გულისხმობს გარკვეულ თავისებურებებს“, - აღნიშნა მეხუზლამ. საქართველო – ღვინის სამშობლო საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.მეცნიერებმა საგულდაგულოდ შეისწავლეს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები. მათ შორის იყო უძველესი ყურძნის წიპწები და ნალექი ანტიკურ თიხის ჭურჭელზე, რაც, საბოლოო ჯამში, ღვინის ნაშთი აღმოჩნდა. საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23946/44/239464410_399:0:3591:2394_1920x0_80_0_0_1fb85d9654ccca33e2a59848ca4416be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველოში კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ღვინოები შემოწმდება
კანონში ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით - „ბუნებრივი ღვინო“ და და ასეთი ღვინოების მწარმოებლებად ჩაითვლებიან ის მარნები, რომლებიც წელიწადში 25 ათას ლიტრზე ნაკლებ ღვინოს აწარმოებენ და ინახავენ.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ყველა ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიისა, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება, შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა.
9 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს ბაზარზე მცირე მარნების სტატუსის ცვლილებას, პროდუქციის მარკირებას და ვენახების გაშენების წესს.
დღეს სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება საექსპორტო ღვინოები, ასევე საექსპორტო და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები.
ცვლილებების თანახმად, „მცირე ზომის მარნის“ დეფინიცია იცვლება და მისი წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 ათასი ლიტრიდან 25 ათას ლიტრამდე მცირდება. ამასთან, ტერმინი „სახლის ღვინო“ იცვლება ტერმინით - „ბუნებრივი ღვინო“, რომელიც ითვალისწინებს პროდუქციის წარმოებას სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას აზრით, საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის ამაღლებას.
„ბუნებრივი ღვინო არის ძალიან თვითმყოფადი ნიშური ღვინო, რომელიც თავისი ბუნებიდან და დაყენების მეთოდიდან გამომდინარე, გულისხმობს გარკვეულ თავისებურებებს“, - აღნიშნა მეხუზლამ.
საქართველო – ღვინის სამშობლო
საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
მეცნიერებმა საგულდაგულოდ შეისწავლეს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალები. მათ შორის იყო უძველესი ყურძნის წიპწები და ნალექი ანტიკურ თიხის ჭურჭელზე, რაც, საბოლოო ჯამში, ღვინის ნაშთი აღმოჩნდა.
საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.