https://sputnik-georgia.com/20260617/rogor-davivat-tavi-gvelis-nakbenisgan-299196350.html
როგორ დავიცვათ თავი და რა გავაკეთოთ თუ გველმა გვიკბინა
როგორ დავიცვათ თავი და რა გავაკეთოთ თუ გველმა გვიკბინა
Sputnik საქართველო
საქართველოში გველების აქტივობის სეზონი აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ძირითადად ღამით ან სიცხეების დადგომამდე — დღისით. 17.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-17T19:23+0400
2026-06-17T19:23+0400
2026-06-17T19:23+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0b/248950145_0:437:2089:1612_1920x0_80_0_0_3d73312b13209894def391ecf12af6a1.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა რეკომენდაციები თუ როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი და რა უნდა გააკეთოს გველის ნაკბენის შემთხვევაში. საქართველოში გველების აქტივობის სეზონი აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ძირითადად ღამით ან სიცხეების დადგომამდე — დღისით. გველის ნაკბენი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა. ძირითადად გვხვდება მცირე ზომის ჭრილობა ან ნაკაწრი, რომელიც, შესაძლოა ,შეუმჩნეველიც იყოს. ჭრილობას შეიძლება თან ახლდეს სისხლჩაქცევა, სისხლდენა, ლოკალური შეშუპება, რეგიონალური ლიმფადენოპათია. შხამიანი გველისგან დაკბენის სიმპტომატიკა გველის სახეობასა და შესაბამისად მისი შხამის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. სპეციალისტების რეკომენდაციები:პირველი დახმარება: გველის მოკვლის შემთხვევაში რეფლექსის გამო მას 1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა. ტრანსპორტირებისას იგი მყარ ყუთში უნდა მოთავსდეს და მას ხელით არ უნდა შეეხოთ.რაც შეეხება პრევენციას, გველების შესაძლო ბინადრობის ადგილებში რეკომენდებულია გრძელი შარვლისა და მაღალი ფეხსაცმლის ტარება. შესაძლებელია ჯოხის გამოყენება - ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ მიწაზე - ხმაურზე გველი თავად გაგეცლებათ.საქართველოში გავრცელებულია გველგესლას გვარის ოთხი სახეობის გველი, რომელთაგან ყველაზე შხამიანი გიურზაა. მისი გავრცელების არეალია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0b/248950145_0:241:2089:1807_1920x0_80_0_0_d39ba511ee4e69cd60d8d17b1ba5aed4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
როგორ დავიცვათ თავი და რა გავაკეთოთ თუ გველმა გვიკბინა
საქართველოში გველების აქტივობის სეზონი აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ძირითადად ღამით ან სიცხეების დადგომამდე — დღისით.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა რეკომენდაციები თუ როგორ უნდა დაიცვას მოსახლეობამ თავი და რა უნდა გააკეთოს გველის ნაკბენის შემთხვევაში.
საქართველოში გველების აქტივობის სეზონი აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ძირითადად ღამით ან სიცხეების დადგომამდე — დღისით.
გველის ნაკბენი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა. ძირითადად გვხვდება მცირე ზომის ჭრილობა ან ნაკაწრი, რომელიც, შესაძლოა ,შეუმჩნეველიც იყოს. ჭრილობას შეიძლება თან ახლდეს სისხლჩაქცევა, სისხლდენა, ლოკალური შეშუპება, რეგიონალური ლიმფადენოპათია. შხამიანი გველისგან დაკბენის სიმპტომატიკა გველის სახეობასა და შესაბამისად მისი შხამის შემადგენლობაზეა დამოკიდებული.
სპეციალისტების რეკომენდაციები:
არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან;
არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი;
არ დაადოთ ლახტი ან ყინული;
არ დაამუშავოთ იოდით, ბრილიანტის მწვანით ან სპირტით;
არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი და არ მიიღოთ ალერგიული/სპირტიანი სასმელი.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას (112);
დააწვინეთ დაზარალებული ბრტყელ ზედაპირზე;
მოხსენით ბეჭედი ან სხვა სამკაული, თუ კბენა ხელზეა;
უზრუნველყავით სითხის მიღება;
კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა დალიოს დიდი რაოდენობით სითხე;
სხეულის პოზიცია დაზიანებული ადგილი სასურველია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა.
გველის მოკვლის შემთხვევაში რეფლექსის გამო მას 1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა. ტრანსპორტირებისას იგი მყარ ყუთში უნდა მოთავსდეს და მას ხელით არ უნდა შეეხოთ.
რაც შეეხება პრევენციას, გველების შესაძლო ბინადრობის ადგილებში რეკომენდებულია გრძელი შარვლისა და მაღალი ფეხსაცმლის ტარება. შესაძლებელია ჯოხის გამოყენება - ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ მიწაზე - ხმაურზე გველი თავად გაგეცლებათ.
საქართველოში გავრცელებულია გველგესლას გვარის ოთხი სახეობის გველი, რომელთაგან ყველაზე შხამიანი გიურზაა. მისი გავრცელების არეალია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის.