რამდენია დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საქართველოში – მონაცემები განახლდა

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურა
ლარის კუპიურა - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2026
გამოწერა
მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2026 წლის პირველ კვარტალში 2.363,8 ლარი შეადგინა, რაც 8,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2026 წლის იანვარ-მარტში ბიზნეს-სექტორში საშუალო ნომინალურმა ანაზღაურებამ 2.335,9 ლარი შეადგინა, რაც 7,7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„საქსტატის" მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ნომინალური ხელფასი 11,2%-ით გაიზარდა და 2.413,7ლარი შეადგინა.
ყველაზე მაღალი საშუალო ნომინალური ხელფასი ფიქსირდება თბილისში - 2.779,6 ლარი, ხოლო ყველაზე დაბალი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონში - 1.1223,3 ლარი.
საქმიანობის ტიპის მიხედვით ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2026 წლის პირველ კვარტალში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5.952,5 ლარი (+7,9%);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4.290,7ლარი (+3,1%);
სამთომოპოვებითი მრეწველობა - 3.230,4 ლარი (+11,8%);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 186,0 ლარი (+7,1%).
ამასთან, საქართველოში ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. საანგარიშო პერიოდში მამაკაცების საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2 836 ლარი შეადგინა (+9% წელიწადში), ქალების კი 1.901,8ლარი (+9% წელიწადში). მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.
ყველა ახალი ამბავი
0