რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - მაისის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2026
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 32,4%-ით და 334 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2026 წლის მაისში თბილისში ბინებზე მოთხოვნა 2025 წლის მაისთან შედარებით 13,1%-ით გაიზარდა - გაიყიდა 3,8 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 32,4%-ით და 334 მლნ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 15,3%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი 5,1%-ით.
თბილისში, როგორც ძველ, ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობას საქართველოს მოქალაქეები ახორციელებენ - უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა 2026 წლის მაისში მხოლოდ 11,4% შეადგინა.
თბილისში 2026 წლის მაისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი, 2025 წლის მაისთან შედარებით, ქალაქის ცენტრში - 23,5%-ით გაიზარდა, გარეუბნებში - 11,6%-ით, ცენტრთან ახლოს კი 3%-ით. მთელი ქალაქის მასშტაბით ძველი ბინების ფასი 16%-ით გაიზარდა.
კომპანიის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს დედაქალაქში ბინებზე მოთხოვნა 2024 წელთან შედარებით 3,1%-ით გაიზარდა - 41,6 ათასი ბინა გაიყიდა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა 15,2%-ით გაიზარდა და 3,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0