https://sputnik-georgia.com/20260617/prokuraturam-8-pirs-braldeba-warudgina-299189655.html
კორუფცია რკინიგზაში: რვა პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
კორუფცია რკინიგზაში: რვა პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
Sputnik საქართველო
ორი პირის მიმართ, რომლებსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ, ძებნა გამოცხადდა. 17.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-17T14:24+0400
2026-06-17T14:24+0400
2026-06-17T14:24+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენდირექტორ დავით ფერაძესა და კიდევ 7 პირს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენდირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 16 ივნისს მისცა - საუბარია 17,8 მლნ ლარის მითვისებაზე. 8 პირიდან ორზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ბრალდებულებს პროკურატურა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზებას, დამზადებასა და გამოყენებას ედავება. საქმე ეხება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ კომპანიაში მათი მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე. გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე იმჟამინდელმა გენდირექტორმა დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო რკინიგზის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების (შავი ლითონის) მოტყუებით დაუფლება. მათ უზრუნველყვეს ლითონის ჯართის ფარული ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მისი პირვანდელი ზუსტი ოდენობის დადგენა. 2020-2021 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა ლითონის ჯართს დაეუფლნენ, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ რეალიზდა შპს ,,ჯეოსთილზე“, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აკუმულირდებოდა სქემაში ჩართული მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება. უწყების ცნობით, „საქართველოს რკინიგზას“ დიდი ოდენობით 17,3 მლნ ლარის მატერიალური ზიანი მიადგა. გარდა ამისა, უწყების ცნობით, 2022 წელს დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი. 2022 წლის აპრილში „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს ,,რაველდს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სააქციო საზოგადოებამ მიმწოდებლისგან შეისყიდა ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურება. სამუშაოების მიმდინარეობისას, მიღება-ჩაბარების აქტებში ყალბი მონაცემები ჩაიწერა, რის საფუძველზეც „რაველდიმ“ „საქართველოს რკინიგზისაგან“ ზედმეტად 404 ათასი ლარი მიიღო. გამოძიება სსკ-ის 180-ე, 194-ე, 210-ე, 25, 180-ე 25, 362-ე და 362-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე ვადით. დავით ფერაძე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
კორუფცია რკინიგზაში: რვა პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
ორი პირის მიმართ, რომლებსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ, ძებნა გამოცხადდა.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენდირექტორ დავით ფერაძესა და კიდევ 7 პირს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენდირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 16 ივნისს მისცა - საუბარია 17,8 მლნ ლარის მითვისებაზე. 8 პირიდან ორზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
ბრალდებულებს პროკურატურა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზებას, დამზადებასა და გამოყენებას ედავება.
საქმე ეხება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ კომპანიაში მათი მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე იმჟამინდელმა გენდირექტორმა დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო რკინიგზის კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების (შავი ლითონის) მოტყუებით დაუფლება. მათ უზრუნველყვეს ლითონის ჯართის ფარული ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რათა შეუძლებელი ყოფილიყო მისი პირვანდელი ზუსტი ოდენობის დადგენა.
„საქართველოს რკინიგზის“ სხვადასხვა ტერიტორიიდან სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვილი ჯართის ნაწილის, დასაწყობების ნაცვლად, სატვირთო ავტომობილებით გატანა და შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში ჩაბარება. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მზადდებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები“, - ნათქვამია განცხადებაში.
2020-2021 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა ლითონის ჯართს დაეუფლნენ, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ რეალიზდა შპს ,,ჯეოსთილზე“, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აკუმულირდებოდა სქემაში ჩართული მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება. უწყების ცნობით, „საქართველოს რკინიგზას“ დიდი ოდენობით 17,3 მლნ ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, 2022 წელს დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი. 2022 წლის აპრილში „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს ,,რაველდს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სააქციო საზოგადოებამ მიმწოდებლისგან შეისყიდა ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურება. სამუშაოების მიმდინარეობისას, მიღება-ჩაბარების აქტებში ყალბი მონაცემები ჩაიწერა, რის საფუძველზეც „რაველდიმ“ „საქართველოს რკინიგზისაგან“ ზედმეტად 404 ათასი ლარი მიიღო.
გამოძიება სსკ-ის 180-ე, 194-ე, 210-ე, 25, 180-ე 25, 362-ე და 362-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12 წლამდე ვადით.
დავით ფერაძე „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 7 მაისამდე იკავებდა.