https://sputnik-georgia.com/20260617/papuashvili-unicef-warmomadgenels-shexvda-299191142.html
პაპუაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
პაპუაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გაეროს ბავშვთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს წევრია და აქტიურად ჩაერთვება მის საქმიანობაში. 17.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-17T17:21+0400
2026-06-17T17:21+0400
2026-06-17T17:21+0400
საქართველო
გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი (unicef)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299188676_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_d6d027fff5021ae4a15e78635b2ba80b.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, პაპუაშვილმა UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა გააცნო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გაეროს ბავშვთა ფონდთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას. შეხვედრაზე იზაბელა კასტროჯოვანიმ ხაზი გაუსვა საქართველოსა და UNICEF-ს შორის წარმატებულ თანამშრომლობას ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავების პროცესში და გამოხატა კონკრეტულ ინიციატივებზე საქართველოს პარლამენტთან მუშაობის მზაობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გაეროს ბავშვთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს წევრია და აქტიურად ჩაერთვება მის საქმიანობაში. შალვა პაპუაშვილმა იზაბელა კასტროჯოვანის ახალ პოზიციაზე საქმიანობაში წარმატება უსურვა - იგი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2026 წლის 1-ელ მაისს, მას შემდეგ შეუდგა, რაც რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) 20 წელზე მეტია ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299188676_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_9b66b00924f90ca72361031ecf62997a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი (unicef), საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი (unicef), საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პაპუაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალ წარმომადგენელს შეხვდა
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გაეროს ბავშვთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს წევრია და აქტიურად ჩაერთვება მის საქმიანობაში.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელთან, იზაბელა კასტროჯოვანისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, პაპუაშვილმა UNICEF-ის ახალ წარმომადგენელს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა გააცნო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გაეროს ბავშვთა ფონდთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
შეხვედრაზე იზაბელა კასტროჯოვანიმ ხაზი გაუსვა საქართველოსა და UNICEF-ს შორის წარმატებულ თანამშრომლობას ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავების პროცესში და გამოხატა კონკრეტულ ინიციატივებზე საქართველოს პარლამენტთან მუშაობის მზაობა.
„საპროგრამო დოკუმენტის მიხედვით, ბავშვის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებია“, - განაცხადა კასტროჯოვანიმ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გაეროს ბავშვთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს წევრია და აქტიურად ჩაერთვება მის საქმიანობაში.
შალვა პაპუაშვილმა იზაბელა კასტროჯოვანის ახალ პოზიციაზე საქმიანობაში წარმატება უსურვა - იგი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2026 წლის 1-ელ მაისს, მას შემდეგ შეუდგა, რაც რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) 20 წელზე მეტია ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.