https://sputnik-georgia.com/20260617/imeretshi-dauregtistrirebeli-saxerxi-agmoachines-299189468.html
იმერეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს
იმერეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 31 უკანონო სახერხი საამქრო. 17.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-17T15:25+0400
2026-06-17T15:25+0400
2026-06-17T15:25+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სოფლებში - მათხოჯში, გოდოგანსა და წაქვაში, მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში მოწყობილ სახერხ საამქროებში, არარეგისტრირებული 1 ლენტური და 2 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდათ დამონტაჟებული. ტერიტორიებიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 31 უკანონო სახერხი საამქრო. უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა 2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება. 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
იმერეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს
მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 31 უკანონო სახერხი საამქრო.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფლებში - მათხოჯში, გოდოგანსა და წაქვაში, მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში მოწყობილ სახერხ საამქროებში, არარეგისტრირებული 1 ლენტური და 2 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდათ დამონტაჟებული.
ტერიტორიებიდან ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 31 უკანონო სახერხი საამქრო.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.