თბილისში 7,5 ათასზე მეტ აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

გამოწერა
გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. გაზსადენზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7,5 ათას აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ (Tbilisi Energy) განცხადებაში.
უწყების ცნობით, სოფელ დიღომში - როსტევანის ქუჩაზე არსებული გაზსადენის რეაბილიტაციის გამო, 18 ივნისის 12:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეუწყდება როგორც სოფელ დიღმის, დიდი დიღმის, დიღმის მასივის მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 19 ივნისის 12:00 სთ-დან და 21:00 საათისთვის სრულად დასრულდება.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ აქ>>
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და სთხოვს, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0