https://sputnik-georgia.com/20260617/britanetis-elchi-saministroshi-daibares-299194178.html
საგარეო უწყებამ საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით ელჩ გარეტ უორდთან შეშფოთება გამოხატა
საგარეო უწყებამ საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით ელჩ გარეტ უორდთან შეშფოთება გამოხატა
Sputnik საქართველო
ოთხშაბათს, 17 ივნისს, დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულების საკითხის განსახილველად... 17.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-17T18:28+0400
2026-06-17T18:28+0400
2026-06-17T18:28+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_0:42:1498:885_1920x0_80_0_0_b88151a35c3e8af6a95e940c834135a6.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ზურაბაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთ გარეტ უორდთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა სანქცირებულ გემ SILVAR-თან (IMO 9291262) დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში საქართველოს მოხსენიების გამო, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ოთხშაბათს, 17 ივნისს, დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულების საკითხის განსახილველად მიიწვიეს.როგორც ზურაბაშვილმა აღნიშნა, საქართველოში გემის შემოსვლისა და ოპერირების პერიოდში მის მიმართ საერთაშორისო სანქციები არ მოქმედებდა. გემს გააჩნდა ბრიტანული Lloyd's Register-ის მოქმედი კლასი და ახორციელებდა რეისებს ევროპის, აზიისა და აფრიკის პორტების გავლით, მათ შორის მალტაში, დანიაში, ეგვიპტეში, მალაიზიაში, ინდოეთსა და ჩინეთში.უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოში შემოსვლამდე, სულ რამდენიმე კვირით ადრე აღნიშნულ გემს დანიის სამეფოში ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან.როგორც ადრე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, SILVAR-ი ყულევის პორტში 2026 წლის თებერვალში იმყოფებოდა, თუმცა პორტში შესვლისა და საქართველოში ოპერაციების განხორციელების მომენტში გემი ლონდონის, ევროკავშირის, აშშ-ის ან გაეროს სანქციების ქვეშ არ ხვდებოდა. მხარეებმა ასევე განიხილეს შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხი და საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობა ამ მიმართულებით.უწყებაში აღნიშნეს, რომ ბრიტანეთის საელჩოს განცხადების ტონალობას მიუღებლად მიიჩნევენ და მსგავს ქმედებებს აფასებენ როგორც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების დამაზიანებელს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას.მიუღებელია ბრიტანეთის საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს. შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას.საქართველო და დიდი ბრიტანეთიჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/91/234329120_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_7ce3fb2d290b5429c2389d94d7191495.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საგარეო უწყებამ საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით ელჩ გარეტ უორდთან შეშფოთება გამოხატა
ოთხშაბათს, 17 ივნისს, დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულების საკითხის განსახილველად მიიწვიეს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ზურაბაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთ გარეტ უორდთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატა სანქცირებულ გემ SILVAR-თან (IMO 9291262) დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში საქართველოს მოხსენიების გამო, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოთხშაბათს, 17 ივნისს, დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულების საკითხის განსახილველად მიიწვიეს.
„ამ კონტექსტში შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემ SILVAR-шы (IMO 9291262) დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების განმტკიცებას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც ზურაბაშვილმა აღნიშნა, საქართველოში გემის შემოსვლისა და ოპერირების პერიოდში მის მიმართ საერთაშორისო სანქციები არ მოქმედებდა. გემს გააჩნდა ბრიტანული Lloyd's Register-ის მოქმედი კლასი და ახორციელებდა რეისებს ევროპის, აზიისა და აფრიკის პორტების გავლით, მათ შორის მალტაში, დანიაში, ეგვიპტეში, მალაიზიაში, ინდოეთსა და ჩინეთში.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ საქართველოში შემოსვლამდე, სულ რამდენიმე კვირით ადრე აღნიშნულ გემს დანიის სამეფოში ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან.
როგორც ადრე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, SILVAR-ი ყულევის პორტში 2026 წლის თებერვალში იმყოფებოდა, თუმცა პორტში შესვლისა და საქართველოში ოპერაციების განხორციელების მომენტში გემი ლონდონის, ევროკავშირის, აშშ-ის ან გაეროს სანქციების ქვეშ არ ხვდებოდა.
მხარეებმა ასევე განიხილეს შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხი და საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობა ამ მიმართულებით.
„აღინიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ბრიტანეთის საელჩოს განცხადების ტონალობას მიუღებლად მიიჩნევენ და მსგავს ქმედებებს აფასებენ როგორც საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების დამაზიანებელს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
მიუღებელია ბრიტანეთის საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს.
შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.