https://sputnik-georgia.com/20260617/2029-wels-saqartvelosh-ziudoshi-msoplio-chempionats-umaspinzlebs-299185469.html
„2029 წელს ძიუდოს გული თბილისში იფეთქებს“ - საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება
„2029 წელს ძიუდოს გული თბილისში იფეთქებს“ - საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება
Sputnik საქართველო
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქი ისტორიაში პირველად უმასპინძლებს 17.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-17T12:58+0400
2026-06-17T12:58+0400
2026-06-17T12:58+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287587_0:136:2925:1781_1920x0_80_0_0_dab0594fd2f485a07da3b5860a85b762.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2029 წელს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება - საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმეს. ტურნირის თბილისში ჩატარების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) შტაბბინაში 16 ივნისს მოეწერა - შეხვედრას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა.ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქი ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის მარტში, თბილისის გრანდ-სლემის გახსნის ცერემონიაზე ოფიციალურად დაადასტურა. 2026 წლის აპრილში თბილისმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რაც 2029 წლის მსოფლიო პირველობისთვის ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს აზერბაიჯანში გაიმართება, ხოლო 2027 წელს - ყაზახეთში. რაც შეეხება 2028 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო ტურნირის გამართვის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287587_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_322bd14f12181da6ecc25b64f124606f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„2029 წელს ძიუდოს გული თბილისში იფეთქებს“ - საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქი ისტორიაში პირველად უმასპინძლებს
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2029 წელს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება - საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმეს.
ტურნირის თბილისში ჩატარების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) შტაბბინაში 16 ივნისს მოეწერა - შეხვედრას საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა.
„ისტორიული დღე ქართული ძიუდოსთვის! წლების განმავლობაში გაწეული შრომის, თავდადების, პროფესიონალიზმისა და საერთო მიზნისადმი ერთგულების შედეგად დღეს ბუდაპეშტში ოფიციალურად გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო 2029 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. 2029 წელს მსოფლიო ძიუდოს გული თბილისში იფეთქებს“, - ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქი ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის მარტში, თბილისის გრანდ-სლემის გახსნის ცერემონიაზე ოფიციალურად დაადასტურა.
2026 წლის აპრილში თბილისმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, რაც 2029 წლის მსოფლიო პირველობისთვის ერთგვარ მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 2026 წელს აზერბაიჯანში გაიმართება, ხოლო 2027 წელს - ყაზახეთში. რაც შეეხება 2028 წელს, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამო ტურნირის გამართვის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.