მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპი მზად არის, ირანთან კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ფოკუსირება უკრაინაზე მოახდინოს

© photo: Sputnik / Сергей Бобылев / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2026
გამოწერა
ამერიკის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად „რაღაც გამოუვა“
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ვაშინგტონი ყურადღებას უკრაინის კრიზისის მოწესრიგებაზე გადაიტანს.
„ახლა, როდესაც ამას (ირანთან კონფლიქტს) ბოლო მოეღო, ჩვენ ვაპირებთ ფოკუსირება (უკრაინაზე) მოვახდინოთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე.
ამ მიმართულებით აშშ-ის მიერ რაიმე შედეგის მიღწევის პროგნოზებთან დაკავშირებით მან დასძინა: „...ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას“.
თუმცა, შემდეგ მტკიცედ განაცხადა: „ჩვენ ამას გავუმკლავდებით“.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ როგორც რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი, ისე ვლადიმირ ზელენსკი ღია არიან მოგვარების პერსპექტივისთვის.
„ვფიქრობ, ორივე ღიაა ამისთვის“, – თქვა მან.
ამ კონტექსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ გუშინ მას „ძალიან კარგი საუბრები“ ჰქონდა ზელენსკისთან და პუტინთან.
ყველა ახალი ამბავი
0