,,ყაზბეგის“ საბაჟოზე 3 კგ-მდე ვერცხლის გრანულები აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Stringer„ყაზბეგის" საბაჟო
„ყაზბეგის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2026
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 15.112 ლარი შეადგინა.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ,,ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მებაჟე-ოფიცრებმა 3 კგ-მდე არადეკლარირებული ვერცხლის გრანულები აღმოაჩინეს, იუწყება შემოსავლების სამსახური.
ვერცხლის სხვადასხვა ზომისა და წონის გრანულები უცხო ქვეყნის მოქალაქის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილ სამალავში იყო განთავსებული - არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 15.112 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0