გამზირი თბილისში, სადაც ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებულია

© photo: Sputnik / Stringerწერეთლის გამზირი
წერეთლის  გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2026
გამოწერა
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მაჩვენებლებს 2015 წლიდან ამოწმებს.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. 2026 წლის პირველი ხუთი თვის შედეგებით, თბილისში ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების (PM10) სადღეღამისო დასაშვები კონცენტრაციის გადაჭარბების ყველაზე მეტი შემთხვევა წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა, განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ჰაერის ხარისხი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დამოკიდებულია ტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობაზე, ამინდსა და ქალაქის გარემოს თავისებურებებზე. დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები, როგორც წესი, ფიქსირდება იმ რაიონებში, სადაც გადატვირთული საავტომობილო მოძრაობაა.
წერეთლის გამზირზე განთავსებულ მონიტორინგის სადგურზე დაფიქსირდა ნორმის (50 მკგ/მ³) გადაჭარბების 26 შემთხვევა. ამასთან, 13 შემთხვევაში მიზეზი გახდა საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოებიდან მტვრის მასების გავრცელება.
წერეთლის გამზირზე განთავსებულ მონიტორინგის სადგურზე დაფიქსირდა ნორმის (50 მკგ/მ³) გადაჭარბების 26 შემთხვევა. ამასთან, 13 შემთხვევაში მიზეზი გახდა საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება.
უდაბნოს მტვრის მასების გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე წლის განმავლობაში პერიოდულად ფიქსირდება. სიტუაციის გაუმჯობესება დამოკიდებულია შესაბამისი მეტეოროლოგიური პროცესების - წვიმა, თოვლი, ქარი - განვითარებაზე.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ 2026 წლის აპრილსა და მაისში თბილისის არცერთ ავტომატურ მონიტორინგის სადგურზე PM10-ის სადღეღამისო ნორმის გადაჭარბება არ გამოვლენილა.
გარდა ამისა, 2025 წლის ინდიკატორული გაზომვების შედეგებმა აჩვენა აზოტის დიოქსიდის (NO₂) საშუალო წლიური ნორმის გადაჭარბება მონიტორინგის 12 პუნქტზე.
2026 წელს სპეციალისტები ჯერჯერობით აღნიშნავენ მისი კონცენტრაციის შემცირების ტენდენციას, თუმცა, საბოლოო დასკვნები მთელი წლის მონაცემების ანალიზის შემდეგ გაკეთდება.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მაჩვენებლებს 2015 წლიდან ამოწმებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 18 სადგური, მათ შორის, 15 ავტომატური და 3 მობილური, რომელთა საშუალებით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში.
ყველა ახალი ამბავი
0