რამდენით გაიზარდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2026
გამოწერა
ექსპორტმა 3,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის ხუთ თვესთან შედარებით თითქმის 20%-ით მეტია.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3,7%-ით გაიზარდა და 10,4 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 7,3 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლები.
ექსპორტმა 3,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის პირველ ხუთ თვესთან შედარებით 20%-ით მეტია.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13,4%-ით ნაკლებია.
2025 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელთან შედარებით 10,1%-ით გაიზარდა და 25,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან, ექსპორტმა 7,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 11,2%-ით მეტია.
გასულ წელს ქვეყანაში იმპორტირებულ იქნა 18,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 2024 წელთან შედარებით 9,7%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0