https://sputnik-georgia.com/20260616/ragbis-chempionati-ganaxlebuli-infrastruqturit-gaimarteba-299157231.html
სოხაძე: რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს განახლებული ინფრასტრუქტურით ვუმასპინძლებთ
სოხაძე: რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს განახლებული ინფრასტრუქტურით ვუმასპინძლებთ
Sputnik საქართველო
საქართველო რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს. 16.06.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-06-16T10:28+0400
2026-06-16T10:28+0400
2026-06-16T10:28+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/01/296020241_0:0:624:352_1920x0_80_0_0_400d7bb185309103755004617ebb4d31.jpg
თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს - ქვეყანა ტურნირს განახლებული სარაგბო ინფრასტრუქტურით შეხვდება.რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება – მატჩებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს. ჩემპიონობისათვის მსოფლიოს საუკეთესო 16 ქვეყანა იბრძოლებს. საქართველოში სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, ინგლისის, არგენტინის, ავსტრალიის, უელსის, იტალიის, ირლანდიის, შოტლანდიისა და ესპანეთის, ასევე ფიჯის, აშშ-ის, იაპონიისა და ურუგვაის გუნდები შეიკრიბებიან.როგორც მინისტრმა აღნიშნა, მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯამში, 22 რაგბის ტექნიკური ცენტრის პროექტირება და მშენებლობა აქვს დაგეგმილი, საიდანაც 12 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.უწყების ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდი 2026 წლის ივნის-ივლისში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს. კერძოდ, ხორციელდება სამი სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია, რაც ჯამში ხუთ სათამაშო მოედანს მოიცავს.სამუშაოები მიმდინარეობს თბილისში, ავჭალისა და „შევარდენის“ სარაგბო კომპლექსებში, ასევე ქუთაისში, „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე. ხუთივე სტადიონზე უკვე დასრულებულია უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარის მოწყობა და მიმდინარეობს მისი მოვლა-პატრონობის სამუშაოები. ჰიბრიდული საფარი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.გარდა საფარისა, პროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ფასადებისა და განათების სისტემების განახლებასაც, ასევე გარე და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. ავჭალის სარაგბო კომპლექსში ტრიბუნებზე დასრულებულია სკამების მონტაჟი, სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს გარე ფასადის მოწყობა.რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 15-ჯერ ჩატარდა. საქართველოში ჩემპიონატი პირველად 2017 წელს გაიმართა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0c/01/296020241_16:0:603:440_1920x0_80_0_0_6f95e72df03e19c837921dc2cd1ea2c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
სოხაძე: რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს განახლებული ინფრასტრუქტურით ვუმასპინძლებთ
საქართველო რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს.
თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს - ქვეყანა ტურნირს განახლებული სარაგბო ინფრასტრუქტურით შეხვდება.
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება – მატჩებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.
ჩემპიონობისათვის მსოფლიოს საუკეთესო 16 ქვეყანა იბრძოლებს. საქართველოში სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, ინგლისის, არგენტინის, ავსტრალიის, უელსის, იტალიის, ირლანდიის, შოტლანდიისა და ესპანეთის, ასევე ფიჯის, აშშ-ის, იაპონიისა და ურუგვაის გუნდები შეიკრიბებიან.
„საქართველოში ივნის-ივლისში მსოფლიოს ჩემპიონატი მცირე ასაკის მორაგბეებს შორის ტარდება, რაც ქვეყნისთვის, თავისთავად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რაგბის ფედერაციასთან ერთად, უმოკლეს ვადაში ხუთი სტადიონის რეაბილიტაცია განახორციელა. იმედი მაქვს, ღონისძიება საქართველოში ღირსეულად ჩაივლის და წარმატებას ვუსურვებ ქართველ მორაგბეებს ამ ჩემპიონატზე“, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ავჭალის სარაგბო ბაზაზე ჩატარებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მუნიციპალური განვითარების ფონდს ჯამში, 22 რაგბის ტექნიკური ცენტრის პროექტირება და მშენებლობა აქვს დაგეგმილი, საიდანაც 12 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდი 2026 წლის ივნის-ივლისში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს. კერძოდ, ხორციელდება სამი სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია, რაც ჯამში ხუთ სათამაშო მოედანს მოიცავს.
სამუშაოები მიმდინარეობს თბილისში, ავჭალისა და „შევარდენის“ სარაგბო კომპლექსებში, ასევე ქუთაისში, „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე. ხუთივე სტადიონზე უკვე დასრულებულია უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარის მოწყობა და მიმდინარეობს მისი მოვლა-პატრონობის სამუშაოები. ჰიბრიდული საფარი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.
გარდა საფარისა, პროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ფასადებისა და განათების სისტემების განახლებასაც, ასევე გარე და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას. ავჭალის სარაგბო კომპლექსში ტრიბუნებზე დასრულებულია სკამების მონტაჟი, სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს გარე ფასადის მოწყობა.
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 15-ჯერ ჩატარდა. საქართველოში ჩემპიონატი პირველად 2017 წელს გაიმართა.